მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7086.9
0.0039
flag
AZN 1.6003
-0.0007
flag
CNY 38.001
-0.0004
flag
EUR 3.2155
0.0245
flag
GBP 3.7502
0.0215
flag
KZT 52.43
0.001
flag
TRY 0.0683
-0.0001
flag
USD 2.7215
-0.0012

ამბროლაურის აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა

news image

ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ამბროლაურის აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, საქაერონავიგაციის, შსს იმერეთის რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონულმა სამმართველომ, განაღმვის სამსახურის სპეციალურმა დანაყოფმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფმა დანაყოფმა, ასევე, მუნიციპალური სახანძრო/სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, ამბროლაურის აეროპორტში უცნობმა პირმა მუქარის შემცველი წერილი დატოვა, ხოლო მოგვიანებით აეროპორტში ანონიმური ზარი განხორციელდა, სადაც უცნობი პირი დრონის საშუალებით ამბროლაურის აეროპორტში ტერორისტული აქტის განხორციელებას აანონსებს.
ინფორმაციის მიღებისთანავე, ამბროლაურის აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.
პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე სტრუქტურის ჩართულობით, ამბროლაურის აეროპორტის დირექტორმა გიორგი მურუსიძემ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, სადაც მონაწილეებმა სწავლების შედეგები გააანალიზეს.

,,ამბროლაურის აეროპორტში სრულმასშტაბიანი სიმულაციური სწავლება ჩატარდა, რომელიც ორ ეტაპად იყო დაყოფილი: პირველ ეტაპზე, აეროპორტში შემოდის უცნობი პირი, რომელიც ჩვენს თანამშრომელს გადასცემს მუქარის შემცველ წერილს. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ამბროლაურის აეროპორტში შემოდის ანონიმური ზარი უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით აეროპორტის ობიექტების აფეთქების შესახებ. დრონის ჩართულობა სიმულაციურ სწავლებებში ჯერ არ გვქონია და ამბროლაურის აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ამ კუთხით პირველია, სადაც სიმულაციურ სწავლებაში უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული. მსგავსი სრულმასშტაბიანი სწავლებები ამბროლაურის აეროპორტში პერიოდულად ტარდება. რაშიც მონაწილეობას იღებს აეროპორტის შესაბამისი სამსახურები და ასევე, დასავლეთ საქართველოში არსებული სხვადასხვა
სტრუქტურები.-‘’განაცხადა გიორგი მურუსიძემ.

გეგმური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. სრულმასშტაბიანი სწავლებები ICAO-ს სტანდარტების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, წიწამურის გადასახვევამდე, ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სამუშაოები იწყება

01.07.2025.10:30

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს.
ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას. ამ გამოწვევის დასაძლევად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში მუშავდებოდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის ორგანიზებას და გაზრდის უსაფრთხოების დონეს.
გადაწყვეტილება მიღებულია და სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე 4 ივლისს დაიწყება.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ საათებში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
ბოდიშს ვუხდით მძღოლებსა და მგზავრებს შესაძლო დისკომფორტისთვის და მოვუწოდებთ, ყურადღებით გაეცნონ დროებით საგზაო ნიშნებს და დაიცვან შეზღუდვები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა