ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება - გეკა გელაძე
ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება, - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გეკა გელაძემ.
მისივე თქმით, ერთი ადამიანია გარდაცვლილი.
„შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური, შესაბამისი პოლიციური ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი“, - აღნიშნა მან.
„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
სხვა სიახლეები
15.07.2025.13:28
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).