მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ალექსანდრე წულაძემ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ენათმეცნიერები და ქართული ენის პედაგოგები დააჯილდოვა

news image

14 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუმრებს ქართული ენის დღე მიულოცა.

 

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა. 

 

ალექსანდრე წულაძე:  „გილოცავთ ქართული ენის დღეს, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ და ამით ყველა ერთმანეთს ვახსენებთ, რომ სახელმწიფო ენა ჩვენი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი და სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი ზრუნვის საგანია.

 

ქართული ენა საუკუნეების განმავლობაში გვაძლიერებდა და გვაერთიანებდა. დღეს  ჩვენი ვალია მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა, რაც დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორც უწინ. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ქართული ენის სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის,  საქართველოს არაქართულენოვანი  მოსახლეობისთვისა და დიასპორისთვის. ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ბოლო 3 წლის მანძილზე მართლაც უზარმაზარ შედეგებს მივაღწიეთ.“

 

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და ქართული ენის დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ნინო წილოსანმა; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გია ალიბეგაშვილმა.

 

 

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

 

 

 

ღონისძიებაზე ქართული ენის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადაეცა:

 

დარეჯან თვალთვაძეს  - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

მანანა კვაჭანტირაძეს – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ-ს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი

ავთანდილ არაბულს – ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

ელენე მაჭავარიანს – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი

ლადო ზირაქაშვილს– თსუ-ს არაბული ფილოლოგიის დოქტორანტი

გია მურღულიას– ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი

ელზა აშიროვას – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

ვაზგენ კადჟოიანს – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

აბილ ორუჯოვს – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს  საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

არამ ანტანოსიანს – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

გოშკარ კულიევს – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

თამარ ჩხაიძეს – ქალაქ თბილისის 37-ე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

ეკა ბუთხუზს – ქალაქ თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. 

 

1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის ფასად დაიცვა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება ქართული ენის დღედ 14 აპრილის გამოცხადება.

 

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკატერინე მიქაბაძემ საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

08.05.2025.19:15

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.

„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა.  კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა  ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა