მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

ალექსანდრე წულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

news image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

ალექსანდრე წულაძემ დელეგაციის წევრებთან აზერბაიჯანულენოვანი სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესში ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების ჩართულობის საკითხი განიხილა. აზერბაიჯანული მხარე აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

 

აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვი, თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი და ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვი შედიან, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კამალ ხალილოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი რამიზ ჰაჯიზადა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა - დავით სონღულაშვილი

05.06.2025.20:05

გარემოს დაცვა ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკისა და ეკო - განათლების განვითარებას. შესაბამისად, სხვადასხვა პროექტები რომლებსაც საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვახორციელებთ მოიცავს, როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და ემისიების შემცირებას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის მიღებას

სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ქვეყანაში შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება გავხადოთ მინიმალური

რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა