მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

ალექსანდრე წულაძე 2025 წლის „მსოფლიო ციფრული განათლების კონფერენციაზე“ სიტყვით წარდგა

news image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულმსოფლიო ციფრული განათლების კონფერენციაშიმიიღო მონაწილეობა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი განათლების მინისტრი და დარგის ექსპერტი ესწრებოდა.

 

ალექსანდრე წულაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

 

მინისტრის თქმით, ციფრული განათლების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებს თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განუვითარდეთ. სწორედ ამიტომ, სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ციფრული კომპონენტის გაძლიერებაზე, როგორც ზოგადი, ასევე, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით

 

როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის, შესაბამისად, ამ პერიოდში მსგავსი კონფერენციების ჩატარებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მისი განცხადებით, მსოფლიო ციფრული განათლების კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს ინფორმაცია და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ, რაც თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია

 

ალექსანდრე წულაძემ განსაკუთრებით გამოყო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საკითხი და აღნიშნა, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად, არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ეკონომიკის სფეროების განვითარებაში.

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე და ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პარალელურად კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე

 

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე.

 

2025 წლის მსოფლიო ციფრული განათლების კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ – „განათლების განვითარება და ტრანსფორმაცია: ინტელექტის ეპოქა“. ღონისძიების მიზანი იყო თანამედროვე, ტექნოლოგიურ სამყაროში განათლების სისტემის გარდაქმნისა და სწავლა-სწავლების პროცესის მოდერნიზების კუთხით ინფორმაციისა და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს Erasmus+ პროგრამა საქართველოს ტოვებს

29.05.2025.21:54

ერაზმუს+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს Erasmus+ პროგრამა ტოვებს საქართველოს.

„საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად.

მოვუწოდებთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად.

ერაზმუს+ ეროვნული ოფისი – საქართველო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა