მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

ახალი წლის მიჯნაზე ვისურვოთ მშვიდობა და სტაბილურობა, მეტი სიკეთე და ურთიერთპატივისცემა, ზრუნვაზე დაფუძნებული საზოგადოება, განვითარება და კეთილდღეობა, ეკონომიკურად ძლიერი ოჯახები - კახა კალაძე

news image

თბილისის მერი კახა კალაძე თანამოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

მისი თქმით, ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია - თანადგომის, მხარდაჭერის, უმწეოთა დახმარების, ერთმანეთის მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის დღე.

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო! მივესალმები თბილისს, სრულიად საქართველოს, მივესალმები საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დიდებს, პატარებს, ყველას. გილოცავთ ახალ წელს. დამეთანხმებით ალბათ, რომ ახალი წლის დადგომა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. ეს არის დღესასწაული, რომელიც ერთ მუშტად კრავს და აერთიანებს მთელ მსოფლიოს საერთო მიზნებითა და სურვილებით - იყოს მშვიდობა დედამიწაზე და მეტი სიყვარული ადამიანების გულებში.

ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია - თანადგომის, მხარდაჭერის, უმწეოთა დახმარების, ერთმანეთის მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის დღე. ამ დღეს სამყარო გაცილებით კეთილი ხდება. ვისურვოთ, რომ ეს განწყობა არა მხოლოდ საახალწლო დღეებში, მთელი წელი იგრძნობოდეს ჩვენს ქალაქში და მთელ ქვეყანაში. დაე, იყოს 2026 წელი სავსე სიკეთით, სიყვარულით!

მეგობრებო, 2025 წელს თან ახლდა უამრავი გამოწვევა და სირთულე, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რამაც მოგვცა წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა და დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველომ ისეთი ნაბიჯები გადადგა წინ, უკან ვერასოდეს დაგვხევენ.

ამდენად, მინდა, მადლიერება გამოვხატო გასული წლის მიმართ; განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ადამიანებს, ვინც გვენდო, გვერდით დაგვიდგა, გაგვაძლიერა და ყველას დაანახა, რამხელა ძალა აქვს ქვეყნის სიყვარულით გაერთიანებული ხალხის ნებას.

არ არსებობს სამშობლოს წარმატებასა და გამარჯვებაზე დიდი დღესასწაული, რადგან სამშობლო ერთია და ერთადერთი. ამ საზეიმო წუთებსაც კი თან ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის და მისი ხვალინდელი დღის წინაშე.

ახალი წლის მიჯნაზე ვისურვოთ მშვიდობა და სტაბილურობა, მეტი სიკეთე და ურთიერთპატივისცემა, ზრუნვაზე დაფუძნებული საზოგადოება, განვითარება და კეთილდღეობა, ეკონომიკურად ძლიერი ოჯახები…

მჯერა, თბილისი მუდამ იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“. იქ, სადაც სიკეთე გვაერთიანებს, შენდება მომავალი!!!

გილოცავთ ახალი წლის დადგომას!

ბედნიერი იყოს 2026 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის!“, - აღნიშნავს იგი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, გილოცავთ, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ - ილია მეორე

01.01.2026.01:34

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ, 2026 წელს ულოცავს.

„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა