მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ახალი ბინები 762 დევნილი ოჯახისთვის - თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, დევნილებს, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცათ

news image

ახალი ბინები 762 დევნილი ოჯახისთვის - თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, დევნილებს, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცათ. 

ღონისძიებაზე, სიმბოლურად, ბინების გასაღებები, ახალმოსახლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადასცეს. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს. უკვე დასრულდა ოთხი კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალი ბინები ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში მცხოვრებ დევნილებს გადაეცათ. 

„კომპლექსის მშენებლობა, სრულად, 2026 წელს დასრულდება და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 243 613 670 ლარია. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 860 000 ლარი გამოიყო. საცხოვრებელ კომპლექსის ეზოში სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დაბრუნებამდე, თითოეული დევნილი ოჯახისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავ რჩება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში 1 614 დევნილ ოჯახს გადაეცა. მიმდინარე წლის სექტემბერში, ქუთაისში, ნიკეასა და შერვაშიძის ქუჩებზე, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში განსახლდა 852 ოჯახი. 

ამ ეტაპზე, თბილისის პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსები 3 ქალაქში შენდება. 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 კორპუსი შენდება რუსთავში. 7 კორპუსი - ზუგდიდში, სადაც 1 747 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. ბორჯომში კი, საცხოვრებელი პროექტი, 150 დევნილი ოჯახის განსახლებას ითვალისწინებს. სამივე პროექტი ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც. 

აღნიშნული მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ქვეყანაში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ყველა ობიექტი დაიხურება და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცემათ. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დევნილი ოჯახები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავად არჩევენ კერძო სახლს, რომლის შესყიდვასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka, Parliament და Gray Goose ამზადებდნენ

17.01.2026.14:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.

„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა