მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7142.6
0.0557
flag
AZN 1.6086
0.0125
flag
CNY 38.498
0.029
flag
EUR 3.2376
0.0233
flag
GBP 3.7338
0.0285
flag
KZT 50.54
0.0042
flag
TRY 0.0662
0.0005
flag
USD 2.7356
0.0213

“ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტი წარმატებით დასრულდა

news image

ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) დახურვის ღონისძიება გაიმართა.
60 დაფინანსებული საწარმო, 1600-მდე მონაწილე 219 დასაქმებული ადამიანი. პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” წარმატებით დასრულდა.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) 46 თვის მანძილზე (დეკემბერი, 2021 - სექტემბერი, 2025), საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის (Mercy Corps Georgia) მიერ ხორციელდებოდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, ლიბერთი ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით, ასევე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.

RDYE პროექტის შედეგების პრეზენტაციის პარალელურად, ამ პროექტით დაფინანსებულმა ახალგაზრდებმა საკუთარი პროდუქცია გამოფენაზე წარმოადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის გამარჯვებულები, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

,,RDYE პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ახალგაზრდების ბიზნეს უნარების განვითარების, მათი საქმიანობის მხარდაჭერისა და გაფართოების მიმართულებით. მახარებს ის ფაქტი, რომ პროექტმა შეძლო 60 ახალგაზრდა მეწარმის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს 4 რეგიონში, რომლებიც თავდაუზოგავად ავითარებენ თავიანთ საწარმოებს და აფართოებენ რეალიზაციის ბაზრებს ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი კომპონენტი - პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ფორმატის სამუშაო განაკვეთზე (ნახევარი, სრული და სეზონური) დასაქმდა 219 ადამიანი, მათ შორის - 132 ქალი. ქალთა გაძლიერება კი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დაფინანსებული ახალგაზრდებიდან 31 ქალი, ხოლო 29 - კაცი მეწარმეა. დარწმუნებული ვარ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ თავიანთი საქმიანობის განვითარებას და მათი მიღწევები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, ახალგაზრდების მიგრაციის შემცირებასა და ახალი ინიციატივების პოპულარიზაციას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დონორსა და პარტნიორებს პროექტის მხარდაჭერისთვის. რომ არა ისინი, RDYE ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდ“ - გიგა სარუხანიშვილი, პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დირექტორი.

“ლიბერთისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, RDYE პროექტთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს- ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას განავითარონ სამეწარმეო უნარები და რეგიონებში შექმნან კონკურენტუნარიანი ბიზნესები.

მოხარული ვართ, რომ პროექტის მონაწილეებმა მიიღეს არა მხოლოდ ფინანსური რესურსი- არამედ ლიბერთის მიერ სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამის საშუალებით პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილებაც, რაც მათ იდეების რეალურ და მდგრად საწარმოებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა მეწარმეთა ინიციატივები რეგიონებში ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს” - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პროექტი ხელს უწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენელს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრს, ეკომიგრანტსა და იძულებით გადაადგილებულ პირს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო.

პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს 4 რეგიონში და მოიცავდა 18 მუნიციპალიტეტს:

ქვემო ქართლი - რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა;

სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა;

შიდა ქართლი - გორი, ქარელი, კასპი;

მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რა გახდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის დაარსების მოტივაცია - ირაკლი მხეიძის განმარტება

19.09.2025.13:00


ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასთან ერთად, ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა სპორტულ ინფრასტრუქტურაზეც. სწორედ ეს ტენდენცია გახდა ახალი ფონდის დაარსების მთავარი მოტივაცია.

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის“ - ასე ჰქვია ახლად დაფუძნებულ ფონდს, რომელმაც უკვე გააერთიანა სპორტსმენები, ბიზნესმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სპორტული ინფრასტრუქტურის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა ირაკლი მხეიძემ განაცხადა, ფონდის შექმნის ინიციატორები იყვნენ ქართველი ბიზნესმენები: ლაშა კვაჭაძე, ბეჟან სამხარაძე და დავით უგრელიძე. 


„მადლობა მათ კიდევ ერთხელ ამ კეთილი წამოწყებისთვის. ახლა კი ფონდის შექმნის მოტივაციაზე: ეს გახლავთ ბოლო წლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ზრდასთან ერთად გაზრდილი მოთხოვნა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე. ასევე ხაზგასასმელია ჩვენი სპორტსმენების ბოლო დროინდელი შთამბეჭდავი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, რაც გახდა დიდი მოტივაცია. ამაში ჩართული იყო ახალგაზრდა თაობა და მოქცეულ იყო ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, დაკავებულიყვნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. რაც დამეთანხმებით საჭიროებს მუდმივ განვითარებას და მეტ მხარდაჭერას. ასევე აღსანიშნავია სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა, ზოგადად სპორტის და ჩვენი სპორტსმენების მიმართ. მაგალითად ბატონო პრემიერის მიერ დაანონსებული 2 მლრდ-იანი პროგრამა სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, რაც გულისხმობს მრავალფუნქციური კომპლექსების, მეტი სპორტული სივრცის და ძალიან მასშტაბური 70 ათას კაცზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობას ქალაქ თბილისში, სადაც იგეგმება რომ უმასპინძლებს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ვთანხმდებით რაოდენ დიდი მოვლენაა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, სწორედ ეს ყველაფერი გახდა ჩვენთვის მოტივაცია დაგვეწესებინა და შეგვექმნა სრულიად გამჭვირვალე პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ქართული სპორტის პროგრესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ პირებს“, - აღნიშნა ირაკლი მხეიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა