მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083.7
-0.0032
flag
AZN 1.5996
-0.0007
flag
CNY 37.95
-0.0051
flag
EUR 3.2029
-0.0126
flag
GBP 3.7284
-0.0218
flag
KZT 52.43
0
flag
TRY 0.0683
0
flag
USD 2.7203
-0.0012

აკადემია UNIKO-მ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლების გადამზადება დაიწყო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რაც ორ თვიან ინტენსიურ ტრენინგ- კურსს მოიცავს

news image

აკადემია UNIKO-  ენერგეტიკისა  და  წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ  კომისიის თანამშრომლების გადამზადება დაიწყო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რაც ორ თვიანინტენსიურ ტრენინგ- კურსს მოიცავს .

ტრენინგი  მიზნად ისახავს სემეკის თანამშრომლების გაძლიერებასა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებისამაღლებას კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის  შესახებ.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ტრენინგ- კურსის ჩატარებაუმნიშვნელოვანესია, ვინაიდან სემეკის ყველა  რგოლის თანამშრომელი საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად მომზადდება, რაც ხელს შეუწყობს  მარეგულირებელი კომისიის უსაფრთხო დაშეუფერხებელ  მუშაობას.

,,აკადემია UNIKO-სთან პარტნიორობით დღეს დავიწყეთ ორ თვიანი ინტენსიური ტრენინგ კურსი, რომლისმიზანია, სემეკის თანამშრომლების გაძლიერება კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის იმ ძირითადიპრინციპების შესახებ, რომელთა დაცვაც კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობისაა დღევანდელ მსოფლიოში.მისასალმებელია, რომ ტრენინგი თეორიული ნაწილის გარდა, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც დამსოფლიოში აღიარებულ ძირითად კიბერ-ჰიგიენის გაიდლაინებს“. -დავით ნარმანია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აკადემია UNIKO  წლებია, რაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებითკორპორატიულ ტრენიგებს ატარებს, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს  გარეთაც.

,, ჩვენთვის დიდი პატივია, კიბერუსაფრთხოების საკითხებში გადავამზადოთ და გავაძლიეროთ სემეკისთანამშრომლები. ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის,  ექსკლუზიურად მოწვეულიპროფესიონალები:  მარიამ დავლაშელიძერომელიცმასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურს დამთავრებულია (ამჟამად მოღვაწეობს  ამერიკისშეერთებულ შტატებში), ასევე კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი აკადემია UNIKO- პრაქტიკოსილექტორი ლევან აბესაძე. ჩვენ გუნდს ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვსქვეყნის შიდა და საერთაშორისო დონეზეროგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. “- აკადემია UNIKO-დამფუძნებელი და დირექტორი, მზია მამაგულაშვილი.

კორპორატიული ტრენინგის კოორდინატორის, მარიამ პაკაცოშვილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოება  თანამედროვე, ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქის მთავარი გამოწვევაა, შესაბამისად ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება კიბერ  შეტევებისგან თავდაცვის მექანიზმებისცოდნა.

,, ჩვენი გუნდი მზად არის ნებისმიერი ორგანიზაცია თუ უწყება მოამზადოს კიბერ და ინფორმაციულიუსაფრთხოების მიმართულებით. გაგიზიაროთ შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების საუკეთესოპრაქტიკები და გამოცდილება.

გვაქვს როგორც მოკლე ვადიანი, ისე ინტენსიური ტრენინგ-კურსები, რაც მოცავს: ციფრული საგამოძიებოუნარების გაუმჯობესებას; სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელსაწყოების გამოყენებით მავნე ფაილებისანალიზს; ქსელის მონიტორინგის სისტემების განხილვასა და სხვა“.

უახლოეს პერიოდში  აკადემია საერთაშორისო დონის კიბერუსაფრთხოების ფორუმსაც გეგმავს, რომლისუმთავრესი ამოცანაც  საქართველოს  სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა თუ რეგიონში მცხოვრებიახალგაზრდების გაძლიერება იქნება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

03.07.2025.12:48

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა