აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად დასაშვებია 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო
03.04.2026.13:30
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია განცხადებაში.