აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, უმნიშვნელოვანესია, რეგიონებში ლაბორატორიული კვლევები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის ოზურგეთის ლაბორატორიაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა მინისტრს ოზურგეთის ლაბორატორიაში ცხოველთა განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული დაავადებების დიაგნოსტიკისა და სასმელი წყლის კვლევის მიმართულებებით მიმდინარე საქმიანობა გააცნო.
აღინიშნა, რომ ოზურგეთის ლაბორატორიაში მუდმივად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა და ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლაბორატორიაში მიმართვიანობა, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოზურგეთის ლაბორატორიას აქვს ყველანაირი რესურსი მოსახლეობას ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს.
დავით სონღულაშვილი ოზურგეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებსაც შეხვდა.
სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომლებიც ერთიანობაში ქმნის უვნებელ გარემოს. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მნიშვნელოვანია, რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილზე ისარგებლოს იმ სერვისებით, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს.
თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს საკუთარი უმნიშვნელოვანესი როლი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა აქვს სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფაში, ქვეყნის ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობასადა მცენარეთა დაცვაში.
მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, ზურაბ ეზუგბაია, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards - ის გამარჯვებულია
29.10.2025.10:46
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს დაჯილდოებაზე კოლხეთის ეროვნული პარკი „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2025" ტიტულის მფლობელი გახდა.
კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
კოლხეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ გასაოცარი ლანდშაფტები; კატერით ან პონტონით პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე გასეირნების დროს დატკბნენ ულამაზესი ხედებით. ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვების კუთხითაც, რადგან აქ ფრინველთა უამრავი სახეობა იყრის თავს.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.