აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით დამატებით რეისებს ნიშნავს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს.
მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ფოტოზე :

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge
ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to
საქართველოს რკინიგზის სალაროებში
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
სხვა სიახლეები
გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
28.03.2026.22:16
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.