ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს - რა იცვლება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს მეორე მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო გახდება. აქამდე, იურიდიული დახმარების სამსახური, არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარებოდა და ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ პარლამენტის წინაშე.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრის ნაცვლად, 7 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება. სახელისუფლებო გუნდისთვის აღნიშნული ინიციატივის მიზანია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობისა და მისი მონიტორინგის ეფექტურობის გაზრდა.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16.02.2026.09:52
16 თებერვალს ქუთაისში მოღრუბლულ ამინდს ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც უნალექო დღეა. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღე იქნება. დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +15, ღამით კი +3 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ნალექი არც ომალოში იქნება, +6 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მოღრუბლული და უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.