მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7029.6
-0.0086
flag
AZN 1.583
0
flag
CNY 37.799
-0.0005
flag
EUR 3.1502
-0.0149
flag
GBP 3.645
-0.0106
flag
KZT 49.98
-0.0015
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.692
-0.0001

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში 20 000 კვადრატული მეტრის ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა

news image
მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სივრცე ,,სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელთან გიორგი რამიშვილთან ერთად დაათვალიერა.
 
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი სივრცეები პოზიტიურად მოქმედებს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაზე.
 
,,მოხარული ვარ რომ ბათუმს შეემატა ახალი რეკრეაციული სივრცე. გამორჩეული კონცეფციის მქონე პარკი წამყვანი საერთაშორისო დიზაინერების მიერ შეიქმნა. ასეთი სივრცეები არა მხოლოდ ამდიდრებს ქალაქს, არამედ პირდაპირ მოქმედებს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაზე, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეგიონის განვითარების ფარგლებში, მნიშვნელოვანია რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სივრცეც გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, არა მარტო ბათუმელებისთვის, არამედ დამსვენებლებისთვის და ტურისტებისთვის,“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
 
პარკის მშენებლობა ,,სილქ როუდ ჯგუფმა“ განახორციელა. პროექტის დიზაინსა და კონცეფციაზე წამყვანმა საერთაშორისო კომპანიამ „მასუ პლენინგმა“ იმუშავა. ახალი რეკრეაციული სივრცე ბუნებრივად უკავშირდება ბათუმის ბულვარს. პროექტის ფარგლებში შენარჩუნდა არსებული ხეები და დაირგო 200-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური სახეობის 600-მდე ხე, 63 000-მდე ბუჩქი და ყვავილოვანი მცენარე. პროექტი მოიცავს პადელის კორტებს, ფეხბურთის მოედანს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს. მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა ბათუმელებს ღია ცის ქვეშ სპორტული აქტივობისა და ხარისხიანი დასვენების შესაძლებლობას მისცემს.
 
ახალი რეკრეაციული სივრცე, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

11.09.2025.14:16

დღეს 15:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგია დანიშნული. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა