მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

„აბრეშუმის გზის ფორუმში" მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების მიმართულების მენეჯერი იზაბელ ნეტო მიიღებს მონაწილეობას

news image

იზაბელ ნეტო — მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების მიმართულების მენეჯერი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში"  მიიღებს მონაწილეობას. ნეტო 22 ოქტომბერს დაგეგმილი პანელური დისკუსიის Digital Transformation: Future-Ready World ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება. 

იზაბელ ნეტოს ციფრული  განვითარების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის სერვისებზე ციფრული წვდომის უზრუნველყოფის, ქსელის გაფართოების, სექტორის რეფორმის, რეგულირებისა და სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის განვითარების მიმართულებით.  ნეტო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული პორტფელის კოორდინატორი წყნარი ოკეანის რეგიონში, ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მიმდინარე წლის 22 -23 ოქტომბერს გაიმართება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი, ასევე სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და კერძო სექტორიდან. წლების განმავლობაში „აბრეშუმის გზის ფორუმი" მაღალი დონის, აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საუკეთესო პლატფორმად ჩამოყალიბდა.

წელს ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართება  ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და სხვა სექტორული მიმართულებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

17.10.2025.17:38

19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა „თბილისის თასი" გაიმართება, რის გამოც 09:00 -დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.

ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება - ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო  შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით.

ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან - გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ  გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით.

შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს - მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.  ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუ მიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა