მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

500-ზე მეტი სკოლა უკვე ავტორიზებულია და 2030 წლამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია - თამარ მახარაშვილი

news image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილი განცხადებით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებისთვის გადამწყვეტია სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა, რის უზრუნველსაყოფად მინისტრი გივი მიქანაძე რეგიონებში აქტიურად ხვდება მშობლებს და მათ რეფორმის დეტალებს აცნობს.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  თამარ მახარაშვილმა განმარტა, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

„ახლა არავის უკვირს, რომ მინისტრი მასწავლებლებს ხვდება და ა.შ. ზოგი უფრო ხშირად ხვდებოდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ გივი მიქანაძემ აბსოლუტურად ყველანაირი რეკორდი მოხსნა. არა მხოლოდ მასწავლებლებთან შეხვედრების კუთხით, არამედ რეგიონ-რეგიონ და რაიონ-რაიონ ხვდება მშობლებს.

და ისეთი ინფორმაციები მოდის, მათ შორის ზოგადი განათლების რეფორმას რომ ვაცნობთ - ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ გვინდა სასკოლო საზოგადოების კულტურის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ თუ არ ითანამშრომლა ამ დიდ რეფორმის გზაზე დირექტორმა, მასწავლებელმა, მშობელმა და ბავშვმა ერთად, გამორიცხულია, რომ ამ რეფორმაში ჩვენ კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ და ვიამაყოთ ამ შედეგით.

ერთია კონკრეტულ საკითხზე მოისმინო მასწავლებლის ხმა ან ადმინისტრაციის ხმა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ გესმოდეს მშობლის ხმა და მოსწავლის ხმა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ავტორიზაციის პროცესი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველომ ავტორიზაციის დიდი პროცესი დაიწყო 2023 წლიდან - სკოლების ავტორიზაცია. 

ვიდრე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში რვა გამოწვევაზე ვიტყოდით, რომელიც ჩვენმა მინისტრმა წარადგინა  და ამ იდენტიფიცირებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ვისაუბრებდით, მანამდე საბაზისოდ წინაპირობა გვქონდა იმისა, რომ უკვე ამ თემებზე გვესაუბრა. ამას ეწოდება გარე ხარისხის შეფასება, ანუ ავტორიზაცია. ეს არის გარე ხარისხის შეფასება, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ექსპერტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, რომელსაც ექსკლუზიური უფლება აქვს ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფაზე, შედიან სკოლებში და კონკრეტული სტანდარტებით აფასებენ სკოლის მდგომარეობას. ისინი ადგენენ ე.წ. გაიდლაინს და სკოლამ იცის, თუ ერთი წლის განმავლობაში რას უნდა მიაღწიოს, შესაბამისად, რა აქვს გამოსასწორებელი. ეს ძალიან დიდი პროცესია“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

თამარ მახარაშვილი განცხადებით, წლების განმავლობაში საჯარო სკოლები კანონით ავტორიზებულად ითვლებოდა, მაშინ როცა კერძო სკოლები რეალურ ავტორიზაციას გადიოდნენ, რამაც საზოგადოებაში გააჩინა აღქმა, თითქოს კერძო სკოლები საჯაროზე უპირატესია.


„წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში იყო ჩანაწერი - ჩაითვალოს ავტორიზებულად. მე გესაუბრებით საჯარო სკოლებზე, თორემ კერძო სკოლების ავტორიზაცია დაწყებულია. მაგრამ ნახეთ დამოკიდებულებაც როგორი იყო - კერძო სკოლა, ე.ი. ნიშნავს რომ აპრიორი სჯობს საჯარო სკოლას. იცით საიდან მოდის ეს დამოკიდებულება? მინიმუმ იქიდან, რომ კერძო სკოლები გადიოდნენ ავტორიზაციას და საჯარო სკოლები ჩათვლილი იყვნენ ავტორიზებულად. მინიმუმ სახელმწიფო ამით ჩვენ გეუბნებოდით, რომ მე ჩავთვალე მაგრამ არ შემიმოწმებია. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ძალიან დიდი პროცესი - 2086 საჯარო სკოლის ავტორიზაცია. გრძელდება ეს პროცესი, 500-ზე მეტი სკოლა უკვე ავტორიზებულია და 2030 წლამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქ არის ბმა განათლების საფეხურებს შორის. ცალკე ამოგლეჯილი ნებისმიერი საფეხური, ეს იქნება ზოგადი, ეს იქნება სკოლამდელი, პროფესიული თუ უმაღლესი, რა რეფორმანც არ უნდა ჩაატარო, თუ ეს ჰარმონიული ბმა, ტრანზიცია არ იქნა საფეხურებს შორის - გამორიცხულია. და ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ ამხელა პრობლემას ვუსწორებდით თვალს და ამხელა პროცესს ვიწყებდით ავტორიზაციის სახით, იქვე დავიწყეთ საბავშვო ბაღების ავტორიზაციაც“, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group განახორციელებს

02.04.2026.12:01

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მიმდინარე წელს დეგუსტაცია-სემინარები სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები მოეწყობა საქართველოში.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან „Swirl Wine Group“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითად მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა