მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
-0.0082
flag
AZN 1.5923
-0.0003
flag
CNY 38.07
-0.0005
flag
EUR 3.1342
-0.0025
flag
GBP 3.5514
-0.0085
flag
KZT 52.22
0.0022
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7073
-0.0005

500 მლნ შევა მარტო გადასახადების სახით ბიუჯეტში საშუალოდ წლიურად და ამას დაემატება 200 მლნ საშუალო წლიური 33 %-იანი დივიდენდის ხარჯზე, ეკონომიკაში წვლილი იქნება დაახლოებით 11 მლრდ ლარი - პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე

news image

„იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების შედეგად, 500 მლნ შევა მარტო გადასახადების სახით ბიუჯეტში საშუალოდ წლიურად და ამას დაემატება 200 მლნ საშუალო წლიური 33 %-იანი დივიდენდის ხარჯზე, ეკონომიკაში წვლილი იქნება დაახლოებით 11 მლრდ ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს იმ სიბნელეს, რომელიც დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრის კონკრეტულ სეგმენტში სუფევს.

„დისკუსია, რაც გვესმის თავისი შინაარსით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, აჩვენებს იმ სიბნელეს, პირდაპირ ვიტყვი, უხეშად, რაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრის კონკრეტულ სეგმენტში სუფევს. ეს არის სიბნელე და მეტი არაფერი. ჯერ საუბარი ჰქონდათ იმაზე, რომ ინფორმაცია არ იყო საკმარისი. თქვენ იცით, რომ დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ, პირადად მე, ეკონომიკის მინისტრმა, გუნდის წევრებმა. დეტალური ინფორმაცია გავაზიარეთ შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კომერციულ საიდუმლოებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, ეს არის ჩვენი კანონმდებლობის მოთხოვნა და ეს არის ის, რაც ხდება ხოლმე სტანდარტულად ჩვენს ქვეყანაში. ეს კამპანია დაიწყო „ლელოს“ ლიდერმა, რომელმაც თვითონ მოითხოვა რამდენიმე წლის წინ მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმების გასაიდუმლოება. და ამაში ვერ გაამტყუნებ, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკა და სწორი პრაქტიკაა. კომერციული შეთანხმება, თავისი შინაარსით, ექვემდებარება გასაიდუმლოებას. მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, რატომ შეიძლება იყოს ამა თუ იმ კომერციული სუბიექტის და კონკრეტულად „იგლ ჰილსის“ ინტერესებში ამ ხელშეკრულების გასაიდუმლოება. ნებისმიერი კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანაში და იცით, რომ „იგლ ჰილსი“ მარტო საქართველოში არ ოპერირებს, არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ანალოგიურ პროექტებს აწარმოებენ. მაგალითად, ჩვენ ვთხოვეთ, ამ დეტალის გასაჯაროება და დაგვთანხმდნენ - ჩვენს შემთხვევაში, 33 %-ია მოგებიდან წილი, რასაც მიიღებს სახელმწიფო ამ პროექტიდან. შეიძლება იყოს სხვა ქვეყანა, სადაც წარსულში, მაგალითად, დადო იგივე შეთანხმება და იქ ეს იყო მაგალითად 20 %. ან შეიძლება, საერთოდ 0 პროცენტი იყო. წარმოიდგინეთ, რომ პრეტენზია უჩნდება უკვე პოსტ ფაქტუმ კონკრეტულ სახელმწიფოს „იგლ ჰილსთან“ მიმართებით, რომ ეს თუ იყო შესაძლებელი, მე რატომ არ დამითმე. ან შეიძლება, ხვალ სურდეს „იგლ ჰილსს“, რომ დატოვოს სადღაც არა 33 %, არამედ 5 %, ან საერთოდ არ დაუტოვოს არაფერი, ან დაუტოვოს 20 %. აქ ხომ მარტივად ჩანს, რატომ შეიძლება ჰქონდეს კომერციულ ორგანიზაციას ინტერესი. ჩვენ, რეალურად, ყველა საკვანძო საკითხი გამოვიტანეთ სააშკარაოზე. რაც შეეხება ბიუჯეტში შესატანს, გამოვიტანეთ დეტალურად და ვთქვით, რომ 500 მლნ შევა მარტო გადასახადების სახით ბიუჯეტში საშუალოდ წლიურად და ამას დაემატება 200 მლნ საშუალო წლიური, სწორედ, ამ 33 %-იანი დივიდენდის ხარჯზე. ეკონომიკაში წვლილი, რაც დეტალურად არის დათვლილი, იქნება დაახლოებით 11 მლრდ ლარი. ეს არის მარტო პირდაპირი წვლილი ეკონომიკაში, ირიბი შეიძლება იყოს ამის ორმაგი ოდენობაც კი. რაც შეეხება დასაქმებას, 24 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება მარტო პროექტის განხორციელების პერიოდში და როცა დასრულდება, უკვე 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის ყველაფერი ხელშეკრულების პირობებში. ვეუბნებით ასეთ რამეს, რომ თეორიულად იკითხე, რა შეიძლება ეწეროს საშიში ამ ხელშეკრულებაში. მკითხე და გეტყვი წერია, თუ არ წერია. დღეს გამოვიდა ამავე პარტიის წარმომადგენელი, მერობის კანდიდატი კუპრაძე და აცხადებს ასეთ რამეს, რომ ვიღაცამ მითხრაო, მეჩეთების აშენება არის დაგეგმილი ხელშეკრულების თანახმად ამ ტერიტორიაზე და ამიტომ გვიმალავენო. კი ბატონო, დასვას ეს კითხვა. ნებისმიერი სიგიჟე იკითხოს, მათ შორის ასეთი, რომ წერია „იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულებაში ის, თუ არა, რომ მეჩეთები უნდა აშენდეს. დაესვა ეს კითხვა. დასვას კითხვა და ვუპასუხებ, რომ არავითარი მეჩეთების აშენება არ იგეგმება. ასეთი გიჟური კითხვებიც კი დასვან, ნებისმიერი კითხვა დასვან“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ნოემბერს საქართველოში

20.11.2025.10:05

20 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. 

ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.

ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +17 იქნება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა