მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

5 დღე ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტამდე — რა უნდა გავითვალისწინოთ კონცერტზე დასასწრებად

news image

2025 წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენამდე — ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტამდე — სულ რაღაც 5 დღე დარჩა. შესაბამისად, მოსამზადებელი პერიოდი „დინამო არენაზე“ აქტიურ ფაზაში შედის. „Starring Georgia-მ“ სცენის მშენებლობა უკვე დაასრულა და ეკრანების მონტაჟიც დაიწყო. როგორც „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი აღნიშნავს, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები 5 დღით ადრე სხვა კონცერტების დროს არ ჩატარებულა.

კონცერტს უპრეცედენტო რაოდენობის მსმენელი დაესწრება, ამიტომ უსაფრთხოების წესების დაცვა და გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია, მსმენელი ყურადღებით გაეცნოს ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც საორგანიზაციო ჯგუფი სოციალური ქსელის მეშვეობით აწვდის. გარდა ამისა, ციცი იაშვილი ღონისძიების სტუმრებს ურჩევს, „დინამო არენაზე“ არა უშუალოდ არტისტის სცენაზე გამოსვლის მომენტში, არამედ გარკვეული პერიოდით ადრე მივიდნენ, რათა თავიდან აიცილონ რიგები და მთელი საღამოთი ისიამოვნონ.

„თუ ბრუნო მარსის კონცერტს 52 ათასი ადამიანი დაესწრო, ახლა მსმენელის რაოდენობა უფრო მეტი იქნება. ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაცვაც უფრო მკაცრად მოგვიწევს. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ჩვენი რჩევები გაითვალისწინონ და ერთად შევქმნათ ნამდვილი სახალხო ზეიმი.

გასათვალისწინებელია, რომ ტერიტორიაზე არ იქნება შემნახველი საკნები, რადგან ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამიტომაც, მაყურებლებმა მხოლოდ საჭირო ნივთები უნდა წამოიღონ, რათა კარში უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ „ორბიტის“ ბილეთის მფლობელებმა, რადგან მათ ყველა იმ პატარა ნივთის დატოვებაც მოუწევთ, რომელმაც შესაძლოა, სროლის შემთხვევაში, სცენამდე მიაღწიოს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თან იქონიონ ქუდი და მზისგან დამცავი კრემი, რადგან მზიანი ამინდი იქნება; ასეთ დროს ჩვენი საუკეთესო მეგობარი წყალია, ამიტომ მისი დალევა ენერგიისთვის აუცილებელია; არ წამოიყვანონ შინაური ცხოველი, რადგან ასეთი ხმაური მათთვის არ შეიძლება; ვინც ჯგუფად მოდის, რომელიმე წევრის დაკარგვის შემთხვევისთვის, წინასწარ შეთანხმდნენ შეხვედრის პუნქტზე და მოძებნონ შესაბამისი ნიშნები; თუ დახმარება დასჭირდებათ, აუცილებლად მიმართონ საინფორმაციო ცენტრს ან მოხალისეებს;  ნარჩენები ჩავყაროთ შესაბამის ურნებში, დავიცვათ გარემო და ვიზრუნოთ სისუფთავეზე — ერთად გვხადოთ ღონისძიება ეკომეგობრული.

კარი 17:00-დან გაიღება, თუმცა უშუალოდ კონცერტი ამ დროს არ დაიწყება. დღის განრიგს აუდიტორიას მალე დეტალურად ვაცნობებთ, თუმცა  გაითვალისწინოთ, რომ მოსვლას, ძირითადად, ყველა მაშინ ცდილობს, როცა არტისტი სცენაზე დგება, ეს კი, გრძელ რიგებს იწვევს. ამიტომაც, მსმენელს ვთხოვ, მოვიდეს ადრე, რათა რიგებიც თავიდან აიცილოს და ჩაერთოს იმ საინტერესო აქტივობებში, რომლებსაც პარტნიორი ორგანიზაციები ადგილზე შესთავაზებენ. ვინც ადრე მოვა, ის არ მოიწყენს და მეტ ბენეფიტს მიიღებს,“ — ამბობს ციცი იაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ბილეთები 6 საათში სრულად გაიყიდა. მყიდველებს შორის 18 000-მეტი უცხოეთის მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ  „Starring Georgia-მ“ მორიგი რეკორდი დააფიქსირა — მათ ღონისძიებაზე დასასწრებად, საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი ჩამოდის. როგორც ციცი იაშვილი აღნიშნავს, „Starring Georgia“ უკვე სხვა ციფრებითაც ამაყობს, რომლებიც მათი თანამშრომლების რაოდენობას ეხება. 

„მოცემულ მომენტში სეზონზე, დაახლოებით, 7 ობიექტს ვმართავთ, რაზეც, დაახლოებით, 500 ადამიანია დასაქმებული; ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ორგანიზებაში კი, 1500 ადამიანი ჩაერთო, რაც ღონისძიების მასშტაბზე მეტყველებს,“ — ამბობს ციცი იაშვილი.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა - ნინო ჯელაძე

10.03.2026.18:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.

ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი შეიმუშავა, რომელიც სტაბილქოინის პირველად შეთავაზებას აწესრიგებს. რეგულაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული რეგულაციების შეფასებას, ისე სამომავლო რისკების განსაზღვრას, რაც მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.

„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან, გამოშვების პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შეთავაზების დოკუმენტით იწყება და გარე აუდიტორების შემოწმებით გრძელდება, რათა საზოგადოებას ემიტენტების, რეზერვებისა და რისკების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.

ნინო ჯელაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „რეგულირების პროცესში ეროვნული ბანკი ისეთ საერთაშორისო პრაქტიკებს დაეყრდნო, როგორებიცაა ევროკავშირის, ამერიკის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი რეგულაციები ვირტუალური აქტივების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივების რეგულირების და საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, - აცხადებს ნინო ჯელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა