4 აგვისტომდე საქართველოში შენარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
01.08.2025.11:07
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების, საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განვითარებისა და მომხმარებლებზე მორგებული გარემოს დახვეწის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია დაამტკიცა.
სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ასევე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვასა და სამომავლო აქტივობებზე ფინანსური ორგანიზაციების ინფორმირებულობის ზრდას.
დოკუმენტი განსაზღვრავს საბაზრო ქცევის ზედამხედველობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს, ასევე, შეფასების ინდიკატორებსა და მათი მონიტორინგის პროცესს.
კერძოდ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გაძლიერდება პრინციპებზე დაფუძნებული ზედამხედველობა, რაც ფინანსური ორგანიზაციების მიერ არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პასიური პროცესის ნაცვლად, არსებული თუ მოსალოდნელი რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი საზედამხედველო ქმედებების გამოყენებით მათი მიტიგაციისთვის საჭირო პრაქტიკული გზების დასახვას გულისხმობს.
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაციის შედეგად, განხორციელდება თემატური შემოწმებები, რაც უფრო ნათლად წარმოაჩენს სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გასაუმჯობესებელ საკითხებს.
ამასთან, მომხმარებლებზე მორგებული მდგრადი და ჯანსაღი გარემოს განვითარების მიზნით, არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს მიღმა, შემუშავდება შესაბამისი გზამკვლევები და რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
გარდა აღნიშნულისა, მეტი ყურადღება დაეთმობა მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული მიდგომების ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან მათ დანერგვას.
საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის დოკუმენტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განახლდება. მოხდება განსაზღვრული პრიორიტეტების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, აქტუალური გამოწვევების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდება.