28 აგვისტოს, ,,გემო ფესტისთვის’’, დავნიშნეთ დამატებითი ავიარეისი, რათა სტუმრებს სულ რაღაც 35 წუთში შეეძლოთ ამბროლაურში ჩაფრენა - ლევან მოსეშვილი
წელს პირველად, ამბროლაურის აეროპორტი „გემო ფესტს“ მთავარი მხარდამჭერის სტატუსით უერთდება. ქუთაისისა და მესტიის შემდეგ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ამჯერად რაჭაში, ყველაზე გემრიელ ფესტივალში. ამბროლაურის აეროპორტით მონაწილეობს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, ფესტივალი ამჯერად რაჭაშია და შესაბამისად, ამბროლაურის აეროპორტი ამ პროცესის აქტიური მონაწილეა.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ცდილობს რეგიონული აეროპორტების განვითარებასა და მათი ჩართულობის გაზრდას ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. სპეციალურად ფესტივალისთვის, 28 აგვისტოს დავნიშნეთ დამატებითი ავიარეისი, რათა სტუმრებს სულ რაღაც 35 წუთში შეეძლოთ ამბროლაურში ჩაფრენა. ყველას ვეპატიჟებით, 29 და 30 აგვისტოს რაჭის განუმეორებელი გემოსა და ხალისის გასაზიარებლად ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ზუსტად, ორი დღით ამბროლაური ნამდვილ კულინარიულ ცენტრად გადაიქცევა. სპეციალური კვების სივრცის გარდა, სადაც ადგილობრივი შეფ-მზარეულები მიიღებენ მონაწილეობას, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.
სხვა სიახლეები
26.08.2025.17:23
წლევანდელი წელი საუკეთესოა საერთაშორისო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდულ ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს.
ნათია თურნავას თქმით, რეზერვების აქტიური შესყიდვა აგვისტოშიც გრძელდება და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სავალუტო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, ეს წელი რეკორდული იქნება.
„აქ ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და პირველ რიგში, ის საექსპორტო დარგები, რომლებიც საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითადი შემომტანები არიან. ეს არის ტურიზმი და სხვა მომსახურებისა და სასაქონლო ექსპორტი. რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას ზოგადად სტაბილურ ვითარებას, რაც ძალიან მიმზიდველია ამ თავლსაზრისით, სიმშვიდე სავალუტო ბაზარზე და იმ ბიზნეს სუბიექტებთან ვინც უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. ამ კუთხით, კეთილსაიმედო პროგნოზი გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.