28-29 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 29 მაისის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.05.2025.21:54
ერაზმუს+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს Erasmus+ პროგრამა ტოვებს საქართველოს.
„საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად.
მოვუწოდებთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად.
ერაზმუს+ ეროვნული ოფისი – საქართველო“, - აღნიშნულია განცხადებაში.