მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083.7
-0.0032
flag
AZN 1.5996
-0.0007
flag
CNY 37.95
-0.0051
flag
EUR 3.2029
-0.0126
flag
GBP 3.7284
-0.0218
flag
KZT 52.43
0
flag
TRY 0.0683
0
flag
USD 2.7203
-0.0012

25 000 ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით - მიხეილ სარჯველაძე

news image

„25 000 ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. მისივე განმარტებით, ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეეძლებათ ჰქონდეთ ამოწურული 25 000 ლარიანი ლიმიტი.

„ჯანდაცვის სამინისტროში დანიშვნის პრაქტიკულად პირველივე დღიდან დავიწყეთ,ინტენსიური მუშაობა ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღე. ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას ეს იყო დაწესებული 25 000 ლარიანი ლიმიტი,იმ დაფინანსებისა, რომელსაც ანაზღაურებებს სახელმწიფო.

ამ მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან,ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან ,ასევე თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან , პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  25 000 ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.

ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეიძლება ამოწურული  ჰქონდეთ 25 000 ლარიანი ლიმიტი.

დაწყებულია მომზადება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებებზე შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. პარალელურად ჩვენ დაგვჭირდება იმაზე მუშაობის გაგრძელება, რომ ადგილი არ ჰქონდეს და გამოირიცხებოდეს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები.

გაგრძელდება მუშობა ყველა სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია პაციენტების პრობლემების გადაჭრისთვის. ეს იმისთვის, რათა ამ მუშაობის შედეგად პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და სახელმწიფოს მეტი სახსრები რჩებოდეს ისევ პაციენტთან საკეთილდღეოდ ამ სახსრების გამოსაყენებლად.

გვაქვს იმედი, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორიც და თავად ონკოლოგიური პაციენტებიც კვლავ აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენთან ერთად მუშაობის პროცესში“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

03.07.2025.12:48

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა