მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0064
flag
AZN 1.5907
-0.0015
flag
CNY 37.678
-0.0029
flag
EUR 3.1366
-0.0166
flag
GBP 3.6275
-0.018
flag
KZT 50.32
-0.0002
flag
TRY 0.066
-0.0001
flag
USD 2.7051
-0.0017

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა - ეროვნული ბანკის სტატუსი სწორედ ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული

news image
24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა! ეროვნული ბანკის სტატუსი სწორედ ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მოქმედი კონსტიტუცია კი 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული კონსტიტუციის ხელმომწერთა შორის იყო სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ელიავა.
2021 წელს სებ-მა ქვეყნის კონსტიტუციის მიღების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საპილოტე პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად - სეს

25.08.2025.03:26

სურსათის ეროვნული სააგენტო უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ კითხვას ეხმაურება, თუ რატომ ხორციელდება საპილოტე პროგრამა ბათუმში, სადაც მოქმედებს ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საპილოტე პროგრამა (მუნიციპალური პროგრამისგან განსხვავებით) მოიცავს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტს ( ბათუმი, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური).

„დღეისათვის, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის, ქედას ქობულეთის, ბათუმის მუნიციპალიტეტიდან აყვანილია და ვეტერინარული მანიპულაციები (იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკა) ჩაუტარდა 287 ცხოველს. 

ანალოგიურად, საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება იმერეთის და კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა