23 და 24 მაისს, ღამის საათებში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 23 და 24 მაისს, ღამის საათებში, კერძოდ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე.
მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ და მერაბ კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზეთისხილის ხემდე.
პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ გზას ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების მიმართულებით გააგრძელებენ. მთაწმინდიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე, მობრუნდება ზეთისხილის ხესთან და გზას განაგრძობს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
23 და 24 მაისს ავტომობილების მოძრაობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცალმხრივად შეიზღუდება. ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ზეთისხილის ხიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.10:48
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით.
კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით: https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.