23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
„23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება
22.04.2026.13:43
ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს / Condor brings back regular air service between Frankfurt and Tbilisi.
გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება. მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად, Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა.