მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

22 აპრილი დედამიწის დღე: თიბისის გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა

news image
mbc image

თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ნერგავს გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებით და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. 

22 აპრილი დედამიწის დღეა. თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მის მნიშვნელოვან როლს და  დადებითი ზეგავლენის შესაძლებლობებს გარემოზე ზრუნვაში და მდგრადობის შენარჩუნებაში. შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, პირველ რიგში, შიდა ტრანსფორმაციით და ცვლილებებით იწყება. თიბისი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით ინიციატივებს, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე, მის გარეთ. კომპანიამ 2024 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 

თიბისის აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა. პოლიტიკა უზრუნველყოფს ორგანიზაციულ კულტურაში გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების დამკვიდრებასა და ბანკის საქმიანობის ყველა სფეროში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებების წახალისებას. აღნიშნული პოლიტიკა ყველა თანამშრომელზე ვრცელდება. 

თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობამ დასახულ მიზანს 23.79%-ით გადააჭარბა. 2024 წლისთვის დასახული მიზანი იყო 1.4 მილიარდი ლარი და წლის ბოლოს პორტფელის მოცულობამ შეადგინა 1.733 მილიარდი ლარი. პორტფელის დიდი ნაწილი მწვანე დაფინანსებასა და კლიმატთან არის დაკავშირებული. 

თიბისიმ,  გასულ წელს, მეხუთედ გაიარა ISO 14001:2015 აუდიტი, რაც იმის დასტურია, რომ ბანკის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებს. 

თიბისის და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, TBC WM მომხმარებლებისთვის, პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შეიქმნა, რომელიც გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული.

თიბისი, ასევე აქტიურად მუშაობს შიდა რესურსების დაზოგვასა და რესურსების გონივრულ მოხმარებაზე - 2300 კილოგრამზე მეტი პლასტმასა შეგროვდა და გადამუშავდა. პლასტმასის შესაგროვებელი ურნები განთავსებულია თიბისის 46 ლოკაციაზე: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

თიბისიმ ქაღალდის გადამუშავების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დრომდე ჯამურად გადამუშავებულია 500 ტონამდე ქაღალდი. პარტნიორი კომპანიის დახმარებით გადამუშავდა 46 840 კგ ქაღალდი, რითაც მოჭრას გადაურჩა 782 ხე.  ასევე, კორპორაციულმა მიმართულებამ, ელექტრონული ხელმოწერის დანერგვით, დაბეჭდილი ხელშეკრულებები ციფრული ხელშეკრულებებით შეცვალა, ამით 70,000 ფურცელი დაზოგა. 2024 წელს ერთი თანამშრომლის მიერ მოხმარებული ქაღალდის რაოდენობა 10%-ით შემცირდა. წყლის მოხმარება ერთ თანამშრომელზე წინა წელთან შედარებით კი 13%-ით შემცირდა. ჯამური წყლის მოხმარება 5,552,000 ლიტრით შევამცირეთ.

 

გარემოზე ზრუნვის მიზნით თიბისი არაერთი წელია სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებსაც ახორციელებს. სარეკლამო ბანერების გადამუშავების და მათგან ფუნქციური ნივთების შექმნის შემდეგ, თიბისის ინიციატივით, კომპანიამ „ტენე“ გამოუყენებელი პლასტმასა გადაამუშავა და მობილურის ეკომეგობრული საკიდები, აქსესუარებით, შექმნა. 

 

#ერთადგავიმარჯვებთ დედამიწისთვის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

05.11.2026.20:08

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მუქარას თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ.

რამდენიმე დღეა არ ცხრება მუქარის შემცველი მოწოდებები და ბულინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მისამართით, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიან მოვალეობას და ემსახურებიან დედაქალაქს.

პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ მონიტორინგის წარმომადგენელთა ფოტოებს, უწოდებენ მათ მკვლელებს, მწამებლებს, ცხოველთა ცოცხლად დამმარხველებს და ემუქრებიან, არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

ე.წ. ცხოველთა დამცველები, რომელთაც არც ცხოველების და მით უმეტეს არც მოქალაქეების უფლებების დაცვასთან რეალურად არაფერი აკავშირებთ, დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით.

გახსოვთ ალბათ, ცხოველთა გადათხრილი სამარხები, ამოყრილი ლეში, ცხოველთა თავშესაფარში შეჭრის მცდელობები და ახლა უკვე პირდაპირი მუქარა იმ ადამიანების ოჯახების მისამართით, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ.

ეს არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, ადამიანთა პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა და მათი ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობა.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად.

ცხოველთა დამარხვა ხდება ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში, როგორც ბუნებრივი სიკვდილით, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ხდება მათი შეკრება და ღამის საათებში დამარხვა.

ყველა პროცედურა არის საჯარო და დევს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვებგვერდზე.

აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად.

რაც შეეხება ე.წ. სქრინს, რომელსაც საგულდაგულოდ ავრცელებენ იმის დასტურად, თითქოს სააგენტო ნამდვილად ხოცავს ცხოველებს, არის მორიგი ტყუილი და ცილისწამება.

ერთადერთი, რის შემცირებასაც მონიტორინგი მუდმივად ახორციელებს, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციაა და იგი ხორციელდება სტერილიზაციის გზით.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება.

ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა