22-23 ივლისს საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის კმ0-კმ7 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ7 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოება. რის გამოც, 2025 წლის 22 და 23 ივლისს 08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.17:52
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებული ტროტუარების რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე გადაადგილება ღამის საათებში შეიზღუდება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, ფეხით მოსიარულეთათვის, გზის განაპირა ზოლში სპეციალურად მოეწყობა ორმაგი დამცავი ჯებირები, სადაც ფეხით გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებზე ნებადართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე მოძრაობა შეზღუდული იქნება 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. შეზღუდვები იმოქმედებს მონაცვლეობით, ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ ეტაპზე ხიდის მეორე მხარეს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო! “, - აცხადებენ მერიაში.