მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება

news image

დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს, ისე ქმნის საფუძველს მისი გრძელვადიანი განვითარებისათვის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, დოკუმენტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

„მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი — თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარედგინება საკრებულოს. აღნიშნული დოკუმენტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს, ისე ქმნის საფუძველს მისი გრძელვადიანი განვითარებისთვის. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს. ეს მაჩვენებელი 219 823 300 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით და 110 906 500 ლარით აღემატება პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს.

ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები, სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობიდან თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის პროექტების განხორციელებისკენ იქნება მიმართული.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით - 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 572 920 000 ლარი და იგი 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობის 26%-ს შეადგენს, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით - დაგეგმილია 601 712 500 ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით, 67 859 100 ლარით მეტია. სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 27 %-ს შეადგენს.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 000 000 ლარის დონორული დაფინანსება; 2026 წელს იწყება და გრძელდება ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, მათ შორის: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა; სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზა; რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია; ახალი ხიდების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება; სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების განვითარება; სკვერებისა და პარკების მოწყობა და რეაბილიტაცია; ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების გაუმჯობესება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა რაიონული დაფინანსების ნაწილზეც და აღნიშნა, რომ დაფინანსება იზრდება ყველა რაიონში. კერძოდ, ამ მიმართულებით გამოყოფილია 298 933 900 ლარი, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 24 095 100 ლარით მეტია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მიმდინარე წელს თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

17.12.2025.11:46

სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისი თქმით, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების საკითხი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც ზედმიწევნით სრულდება. 

„წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, დაახლოებით, 27% არის აღნიშნული მიმართულების წილი. წინაზე ვისაუბრე „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის შესახებ, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი - „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დავუფინანსეთ. 

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი - „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ყველა იმ დაპირების აღსრულებას, რომელიც მოსახლეობას მივეცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები არიან - მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„მერიის პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერია მომსახურების მისაღებად მატერიალიზებულ ვაუჩერს/თანხმობის წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს. პაციენტის თანაგადახდა ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ყველა იმ ადამიანს ხელს შევუწყობთ, ვინც ამ საჭიროების წინაშე დგას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა