მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაგეგმილ ცვლილებებზე

news image

2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, რეფორმის თვალსაზრისით სწორედ 2026 წელს არის მნიშვნელოვანი ეტაპები განსახორციელებელი. 


„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე რეფორმისთვის და განსაკუთრებით უმაღლესის ნაწილში. იმიტომ, რომ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, პირველი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, რომლითაც ჩვენ თითქმის 80% მიმართულებებში გადავდივართ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე. ასევე შემოგვაქვს სამაგისტრო სტანდარტული 1 წლიანი, ხოლო ვისაც უნდათ მესამე საფეხურზე, ანუ რაც დოქტორანტურაში გააგრძელონ სწავლა კიდევ დამატებით ერთ წლიანი. იმიტომ, რომ მინიმუმ 120 კრედიტის მოთხოვნა არის. თავდაპირველად იყო 3+1 მოდელზე საუბარი, შემდგომში როდესაც დისკუსიების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ კიდევ 1 წლის დამატება გვჭირდება იმისთვის, რომ ის სტანდარტი დავაკმაყოფილოთ  რაც აუცილებელია, რომ მესამე საფეხურის სასწავლო პროცესისთვის იყოს უზრუნველყოფა და შესაბამისი კრედიტების, რა თქმა უნდა ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და იმ დოკუმენტში აისახა, რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. ჩვენ ძალიან ინტენსიურად მივყვებოდით პროცესს, მთელი 2-3 კვირის განმავლობაში სამინისტროში ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტთან გვქონდა შეხვედრა, სადაც დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროგრამები, ყველა ის მიმართულებები, საერთაშორისო ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამები და ასე შემდეგ, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს აქვს, ახლა მიმდინარეობს ამ ინფორმაციის განზოგადება და შეჯერება და იანვრის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება წარმოდგენილი კონკრეტული სურათი, იმისა თუ რომელ უნივერსიტეტში, რა ფუნქციური მიმართულება გადანაწილდეს. თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრინციპი ამ რეფორმის ფარგლებში „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი“. ეს ხარისხის ამაღლების და კონცენტრაციის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთანავე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენი ჩართულობითა და ბიზნეს სექტორის აქტიური მონაწილეობით ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრის კვლევა, თუ რა პროფესიების მიმართულებით, რა რაოდენობის სპეციალისტების მოთხოვნილება არის ბაზარზე. დეკემბრის ბოლოს ამ კვლევის პირველადი სურათი უკვე გამოკვეთილი იყო და ახლა უკვე მიმდინარეობს ამ კვლევის საბოლოო სახის მიცემა, რომელსაც ჩვენ ამ თვის ბოლომდე შევაჯერებთ და ამ კვლევიდან გამომდინარე, ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ბაზრის მოთხოვნილებაზე, პულსზე ხელი უნდა გვეჭიროს და მუდმივად, ყოველწლიურ რეჟიმში ამ საკითხს ვიკვლევდით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა მოთხოვნებზე გავდივართ და სწორედ ამას მივაბათ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მიცემული დაკვეთა. შესაბამისად ჩვენ გვექნება წარდგენა მთავრობისათვის თუ რომელი მიმართულებით, რა რაოდენობის ადგილებზეა საუბარი. თუმცა ჩვენი პოლიტიკური ხედვაა არის, რომ ამ ადგილების რაოდენობა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს და არ უნდა იყოს განსხვავებული იმისა, რაც წინა წლებში 31 ათასი სტუდენტის ჩარიცხვას ეხებოდა. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ, რომ ეს პროპორციები სწორედ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე გადანაწილდეს და ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლო, განსაკუთრებით თებერვლის  პირველი ნახევარი იქნება ძალიან აქტიური, როდესაც ჩვენ დამატებითი ცვლილებების პაკეტს წარვადგენთ პარლამენტში, როდესაც ჩვენ მთავრობას წარვუდგენთ კონკრეტულ ხედვებს, რომელიც დადგენილებით უნდა დამტკიცდეს, რისი მიღების და დამტკიცების შემდეგაც კონკრეტულ აქტიურ ფაზაში გადავალთ, რომ მიმდინარე 2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია ამ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები ამ წელს არის განსახორციელებელი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ძალიან პრაგმატული, სწორი ნაბიჯებით მივდივართ, თუმცა ძალიან ბევრი მიმართულება კიდევ განსავითარებელი და დასახვეწი გაქვს - განათლების მინისტრი

17.01.2026.11:25

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განმარტებით განათლების რეფორმის დაანონსების შემდეგ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების აქტიური შეხვედრები მიმდინარეობდა. როგორც გადაცემა  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გივი მიქანაძემ გადაცემა, აღნიშნულ შეხვედრებზე მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია რეფორმის შესახებ - იყო საქმიანი დისკუსიებიც.

„ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა არის. პირველივე დღიდან, როდესაც საზოგადოებას ეცნობა უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე, არათუ სამინისტროს ხელმძღვანელობა, არამედ პირადად პრემიერ-მინისტრი ჩართული იყო პირდაპირ დისკუსიებში. პირდაპირი შეხვედრები ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. სამ საათზე მეტი გაგრძელდა ეს შეხვედრა. პრემიერმა დეტალურად წარადგინა ამ კონცეფციის მნიშვნელობის არსი. დეტალურად კონკრეტული მაგალითებით განიხილა ეს პროცესი და შემდგომში აბსოლიტურად ყველა დამსწრეს შეეძლო კონკრეტული კითხვის დასმა, რაზეც სრული ამომწურავი და რაც მთავარია არგუმენტებით გაჯერებული პასუხები მიიღო. ჩვენ არაერთი რექტორთა საბჭოს სხდომა ჩავატარეთ. ისევე, როგორც მე ვესწრებოდი რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას. იქ არაერთი შესაძლებლობა იყო იმისა, რომ ეს საკითხები განგვეხილა დისკუსიის რეჟიმში. ოპონირება მომხდარიყო და სწორედ ამის შედეგად იყო ის, რომ 3+1-ს დაემატა კიდევ ერთი წელიწადი. და ეს ჩვენ გავითვალისწინეთ. კონკრეტული ჯგუფების მიერ სპეკულაციური განცხადებებიც იყო. მაგრამ ამასაც გაეცა ამომწურავი პასუხი. ბოლო რექტორთა საბჭო ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ქუთაისში გვქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტში, იქაც მიმდინარე რეფორმის თაობაზე სრული ინფორმაცია გავაცანით. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ საქმის კურსში არამარტო რექტორებს არამედ მთლიანად საზოგადოებას იმის შესახებ, რომ თუ რეფორმა როგორ ხორციელდება. პარალელურ რეჟიმში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მე პირადად მქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით 13 შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან. გუშინ მქონდა დასკვნითი შეხვედრა თბილისში, სადაც თითქმის 400-მდე პედაგოგი მონაწილეობდა და ასევე სკოლის დირექტორები, მშობლები - მინდა გითხრათ სრული მხარდაჭერაა იმ რეფორმებზე, რომელიც დაანონსებულია. 

​აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა მნიშვნელოვან მიმართულებას, რასაც პროფესიული განათლება ჰქვია. ჩვენ რამდენიმე წლის წინ, სანამ ბიზნეს სექტორს აქტიურად შემოვიყვანდით პროფესიულ მიმართულებაში - დასაქმება კურსდამთავრებულების გვქონდა სულ რაღაც 24%-ი. დღეს უკვე 79%-ზე ვართ ასული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შედეგი. როდესაც ბიზნეს ვეუბნებით, თქვენ იყავით დამკვეთი რა პროფესიების მიმართულებით გადავამზადოთ კადრები ჩვენ უზრუნველყოფთ უფასოდ მათ გადამზადებას, ოღონდ გარანტირებულად მოხდეს მათი დასაქმება და მათთვის ღირსეული ხელფასის მიცემა. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. რაც მთავარია საზოგადოების მხრიდან არის ნდობა გაზრდილი პროფესიული სასწავლებლების მიმართ და ამასთანავე გაიზარდა როგორც ადგილების რაოდენობა პროფესიულ სასწავლებლებში მისაღები ადგილების და ასევე კონკურსი. მინდა გითხრათ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 17 ათასი ადგილი გამოვაცხადეთ და 23 ათასმა შემოიტანა განაცხადი. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან პრაგმატული, სწორი ნაბიჯებით მივდივართ, თუმცა ძალიან ბევრი მიმართულება კიდევ განსავითარებელი და დასახვეწი გაქვს - და დასამატებელი იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოთ ბაზრის მოთხოვნები“, - განაცხადა მინისტრმა . 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა