მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.2
0.0027
flag
AZN 1.583
-0.0003
flag
CNY 37.804
0.0043
flag
EUR 3.1651
0.0076
flag
GBP 3.6556
0.0145
flag
KZT 50.13
-0.0022
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.6921
-0.0004

2025 წლის II კვარტალში ტელევიზიების ტოპ დამფინანსებლების ათეული

news image

2025 წლის II კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 15.6 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ.

„ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე თანხას უხდიდნენ იყვნენ: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „დიპლომატ ჯორჯია“, “პსპ ფარმა”, „ლაქტალის ჯორჯია“, „ავერსი ფარმა“,   „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“, “ვიმ ბილ დან საქართველო”, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „ნესტლე საქართველო” და „ქართული ლუდის კომპანია”.

„რუსთავი 2“-ს (მედია ჰოლდინგი) რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” გადაუხადა, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხის რეკლამა ტელევიზიას შემდეგმა კომპანიებმა დაუკვეთეს: „ლაქტალის ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ავერსი ფარმა“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „ვიმ ბილ დან საქართველო“, “PG Tüketim Mallari Sanayi AŞ”, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“, „თიბისი ბანკი“ და „ნესტლე საქართველო”. 

„პოსტვ“-ის 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპ“, „შპს ბუნებრივი აირი“, „სტერეო+“ და „ტიფლის ფაბ“ უხდიდნენ, 50 000-დან 100 000 ლარამდე რეკლამა კი კომპანიებმა: „ქართული რძის პროდუქტები“, „შპს ბუნება“, „შპს სოლუშენ გრუპ“, „სეტი+” და „არქი პრომოუშენ” იყიდეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „თიბისი ბანკი“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, შპს „გეოპლანტი” და „ვაზისუბნის მამული” წარმოადგენდნენ. მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე რეკლამა შპს „მერკადომ” დაუკვეთა. ხოლო 7 000-დან 50 000 ლარამდე „ფორმულას“ „თეგეტა მოტორსი“, „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული, „თ და კ რესტორნები” და „ლაქტალის ჯორჯია“ უხდიდნენ.

რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველს“, მაუწყებელს 2025 წლის II კვარტალში 100 000-დან 500 000-ლარამდე „შპს მერკადო“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ უხდიდნენ. რეკლამაში 50 000-დან 100 000-მდე ლარის ფარგლებში დახარჯეს „შპს გეოპლანტმა”, „თიბისი ბანკმა”, „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ და „ვაზისუბნის მამულმა“, ხოლო ტელეკომპანიის სარეკლამო დროს 7 000-დან 50 000 ლარის ფარგლებში „შპს პირველი მეღვინეობა“, „მოდუსი“ და „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“ ყიდულობდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, გულშემატკივრებისთვის მეორე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი დაემატა

09.09.2025.14:31

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ დამატებულ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისზე ბილეთები სრულად გაიყიდა. რიგაში გაფრენისა და ისტორიულ მატჩზე დასწრების მსურველთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 10 სექტემბერს, დამატებით კიდევ 1 სუბსიდირებული რეისი დანიშნა.

სუბსიდირებული ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 03:05 საათზე ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს. ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 11 სექტემბერს, საქართველოს დროით 04:25 საათზე დააბრუნებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დაწყებულია.

რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც 10 სექტემბერს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენას შეძლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა