მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7096.7
-0.0157
flag
AZN 1.5971
-0.0034
flag
CNY 38.246
-0.0083
flag
EUR 3.1621
-0.0119
flag
GBP 3.5898
-0.0367
flag
KZT 51.5
0.0055
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7154
-0.0058

2025 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - მგზავრთნაკადი 14%-ით, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა - თამარ იოსელიანი

news image

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ზრდა ფიქსირდება როგორც ავიარეისების, ისე მგზავრთნაკადის მონაცემებში. 

„2025 წელი ჩვენთვის რეკორდულია - საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ით, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მოემსახურა 6,5 მლნ მგზავრს, რაც წინა წელთან შედარებით 14% - იანი ზრდაა. რაც შეეხება ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებს, ზრდამ, შესაბამისად, 10% და 32% შეადგინა", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 6 556. ჯამურად, წელს პირველ 9 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების  (24 348) რაოდენობას.

რაც შეეხება მგზავრთნაკადის მონაცემებს, იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით აღემატება. ცალკეულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი  4 067 202 მგზავრს მოემსახურა - ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12%-ი შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა წელს 1 407 814 მგზავრი მიიღო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა, კერძოდ, 9 თვეში აეროპორტი 995 099 მგზავრს მოემსახურა, რაც შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 32%-ით მეტია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა გრძელდება - რათა საქართველო საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბდეს.

"ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს როგორც ავიაკომპანიებთან, ისე აეროპორტებთან, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ დარგში არსებული მზარდი ტენდენციები, რათა მოვემსახუროთ უფრო მეტ მგზავრს და მეტ რეისს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს.  საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით კი პირველ სამეულში შემდეგი კომპანიებია: Wizz Air Hungary – 17% (1 065 618 მგზავრი); Georgian Airways – 8% (509 238 მგზავრი); Turkish Airlines – 7% (458 370 მგზავრი);

მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება სატვირთო გადაზიდვების მხრივაც, როგორც მესამე კვარტლის, ისე 9 თვის პერიოდში. ჯამურად, განვლილ 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25 905.200 ტონა შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები ცხადყოფს უპრეცედენტო ზრდას საქართველოს საავიაციო სექტორში - ლევან მოსეშვილი

29.10.2025.16:13

2025 წლის წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრსა და რეისებს მოემსახურნენ. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული  ფრენების რაოდენობა ჯამურად, (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში ისტორიულად მაღალი მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა დაფიქსირდა.  იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით მეტია. 

,,2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები ცხსდყოფს უპრეცედენტო ზრდას საქართველოს საავიაციო სექტორში. ჩვენი აეროპორტები 6 ნახევარ მილიონამდე მგზავრს  მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

ფრენების და მგზავრთნაკადის ზრდა ნათლად ასახავს ჩვენი სწორად დაგეგმილი საავიაციო პოლიტიკის შედეგს და იმ დინამიკურ განვითარებას, რომელიც საქართველოს რეგიონში კიდევ უფრო გამორჩეულ პოზიციაზე აყენებს,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა. 

იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 067 202 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12%-ი შეადგინა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 9 თვეში 1 407 814 მგზავრი მიიღო და მოემსახურა, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა, კერძოდ, 9 თვეში აეროპორტი 995 099 მგზავრს მოემსახურა, რაც შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 32%-ით მეტია. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა