მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7092.3
0.0725
flag
AZN 1.601
0.0167
flag
CNY 37.946
0.0471
flag
EUR 3.1909
0.0627
flag
GBP 3.6943
0.0674
flag
KZT 50.57
0.0078
flag
TRY 0.0668
0.0007
flag
USD 2.7226
0.0284

კონკურსის „აგროლიგა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

news image

2025 წელს, კონკურსში „აგროლიგა“ მონაწილეობა 332-მა კონკურსანტმა მიიღო. გამოვლინდა 18 გამარჯვებული, რომელსაც სერტიფიკატები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

კონკუსიაგროლიგამიზნად ისახავს  აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელებას, აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობას და აღნიშნული მიმართულებებით წარმატებული სტუდენტების წარმოჩენას

გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. როგორც მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, კონკურსი ხელს უწყობს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების პროფესიების პოპულარიზაციას

კონკურსიაგროლიგაახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი პლატფორმაამოტივაციაა, დაეუფლონ აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების დეფიციტურ პროფესიებს. გარდა ამისა, კონკურსი შესაბამისი დარგების პოპულარიზაციასაც ახდენს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა

მიმდინარე წელს კონკურსი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა მევენახეობის, მცენარეთა დაცვის, მეფუტკრეობის, სატყეო საქმის, მეხილეობის, ეკოლოგიის და ბიომრავალფეროვნების  მიმართულებებს

კონკურსსაგროლიგა - 2025“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, ახორციელებს. კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -  "საქართველოში სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემის მოდერნიზაციაფარგლებში ტარდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან მიმართებით სამი პირი დაჯარიმდა

13.08.2025.13:03

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA)შესაბამისი წარმოების ფარგლებშისააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების 3 ფაქტი გამოავლინა.

საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამივე შემთხვევაში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ფიზიკურ პირს გააჩნდა, რის გამოც თითოეული მათგანი 10 000 ლარით დაჯარიმდა და მათ სააგენტოში განხორციელებული კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების წარმოდგენა დაევალათ. საქმე ეხება FMCG, გათბობა-გაგრილების სისტემების რეალიზაცია-შეკეთებისა და შავი ლითონის ჯართით საბითუმო ვაჭრობის სექტორებს.

ინფორმაციითვის: სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი/პირები ჯარიმდება. GCCA-თვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი. 

GCCA-ის მიერ 2025 წელს, ორი კვარტლის მონაცემებით, ჯამში 10 528 ტრანზაქცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, თანხმობა გაიცა 11 კონცენტრაციაზე, ხოლო 3 შეტყობინებასთან დაკავშირებით საქმის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა