მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

2024 წელს, რთველი ჩატარდა წარმატებულად, ჩაბარდა 325 000 ტონა ყურძენი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია, ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 276 მლნ დოლარი, მევენახეების შემოსავალმა კი - 485 მლნ ლარი, დარგის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება - ირაკლი კობახიძე

news image

შარშან, რთველი ჩატარდა წარმატებულად, ჩაბარდა 325,000 ტონა ყურძენი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია; 2023 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 25,000 ტონით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გაიხსენა ის მონაცემები, რომლებიც ქვეყანას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში 2012 წელს ჰქონდა და ხაზი გაუსვა იმ პროგრამების მნიშვნელობას, რომელსაც მთავრობა დარგის მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.

„2012 წელს სულ ჩაბარდა 52,000 ტონა ყურძენი, შარშან კი ეს მაჩვენებელი გაიზარდა 325 000-მდე, ანუ მეღვინეობა - მევენახეობის სფეროში გვაქვს უპრეცედენტო ზრდა გასული 12 წლის განმავლობაში.
ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 276 მლნ დოლარი, რაც ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა 2023 წელთან შედარებით, მაშინდელი მაჩვენებელი იყო 259 მლნ დოლარი. აქაც გავიხსენებ 2012 წლის მაჩვენებელს, როდესაც ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 65 მლნ დოლარი, შარშან ეს იყო 276 მლნ დოლარი, აქაც ხედავთ, რომ გვაქვს ძალიან მასშტაბური ზრდა.
მთლიანობაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან 2024 წელს ქვეყანამ მიიღო565 მლნ დოლარი, რაც არის 23 %-იანი მატება გასულ წელთან შედარებით.
მევენახეების შემოსავალმა შეადგინა 485 მლნ ლარი. აქაც გვაქვს უპრეცედენტო მატება 2023 წელთან შედარებითაც კი, როცა ეს მაჩვენებელი იყო 350 მლნ ლარი. რაც შეეხება 2012 წლის მაჩვენებელს, მაშინ მევენახეების შემოსავალი იყო 70 მლნ ლარი. 70 მლნ ლარიდან გაიზარდა 485 მლნ ლარამდე 2024 წელს. ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, მომავალშიც გაგრძელდება როგორც ამ დარგის, ისე სოფლის მეურნეობის სფეროში სხვა დარგების მხარდაჭერა,"- განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 30-30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ბიუჯეტი, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას - ირაკლი კობახიძე

27.06.2025.14:00

მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 2 მილიარდ 43 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ 462 მილიონ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ზრდა დიდწილად განაპირობა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდამ.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 30 მილიონი ლარით, 145 მილიონიდან 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ასევე 30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 171 მილიონიდან 201 მილიონ ლარამდე.

„მეცნიერების ბიუჯეტი გაიზარდა 6,65 მილიონი ლარით, დაახლოებით 79,6 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა დაახლოებით 86 მილიონ ლარამდე. ახალგაზრდული პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 5 მილიონი ლარით, 8,9 მილიონიდან 13,8 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდა უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა