მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082
-0.0006
flag
AZN 1.5951
-0.0005
flag
CNY 38.071
-0.0007
flag
EUR 3.1385
-0.0132
flag
GBP 3.6014
-0.0277
flag
KZT 50.41
0.003
flag
TRY 0.0648
-0.0002
flag
USD 2.7117
-0.0008

2024 წელს ეკონომიკის ყველა სექტორში საშუალო ხელფასების ზრდა დაფიქსირდა - ვახტანგ ცინცაძე

news image

2024 წელს მაღალი ეკონომიკური აქტივობა აისახა  წლის საშუალო ხელფასებზე და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის - ვახტანგ ცინცაძის განცხადებით,  2024 წლის მონაცემით, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 11,5%-ით, დაახლოებით 200 ლარით არის გაზრდილი და 1970 ლარს აჭარბებს.

„2024 წელს საქართველოს ჰქონდა 9.4% - იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატებაში. თუ შევხედავთ რეალურ შრომის ანაზღაურების ზრდას (ხელფასების ზრდას ინფლაციის გამორიცხვით), დაქირავებით დასაქმებულთა რეალური ხელფასის 10% -ზე  მაღალი ზრდა ფიქსირდება " - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. 

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება. „2025 წელს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოში და მოსალოდნელია, რომ ასევე მაღალი იქნება შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპიც. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ეკონომიკაში ფიქსირდება, გაგრძელდება საშუალოვადიან პერიოდშიც და საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონსა და ევროპაში, ასევე გლობალური მასშტაბითაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით," - ხაზი გაუსვა ვახტანგ ცინცაძემ. 

„საქსტატის" თანახმად, 2024 წელს საშუალო ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა

10.10.2025.20:34

საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა. კომპანიამ ტრადიციულად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ასზე მეტი თანამშრომელი გამოავლინა.

საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის ჯილდო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს. ჯამში 109 თანამშრომელი დაჯილდოვდა. 

,,საქართველოს რკინიგზა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი მთავარი მიზანი დღეს სალოკომოტივო პარკის გაჯანსაღებაა. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვასრულებთ მოდერნიზაციის პროექტს და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. სალოკომოტივო პარკის განახლება ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას, რაც თავის მხრივ, მეტ შემოსავალს მოუტანს კომპანიას. ასე რომ წინ ბევრი გეგმა გვაქვს, მომავალი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს საქართველოს რკინიგზისთვის" - განაცხადა ლაშა აბაშიძემ რკინიგზელთა დღეზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერი ,,რკინიგზელთა დღედ" ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა