2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, კერძო და სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში დასაქმებული იყო 2 627 პროფესორი
2024 წლის სტატისტიკით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.5 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.0 პროცენტით მეტია.
ირკვევა, რომ 2024 წელს კერძო და სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში სულ დასაქმებული იყო 2 627 პროფესორი, საიდანაც 1 189 პროფესორი სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებაში იყო დასაქმებული, ხოლო 1 438 პროფესორი კერძო უმაღლეს დაწესებულებებში.
2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64 პროცენტი ქალაქ თბილისშია.
2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 30.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 23.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 0.2 პროცენტით.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:56
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.