2022 წელს გერმანიაში საქართველოდან ლეგალურად 1 231, ისრაელში კი 17 მოქალაქე დასაქმდა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის თანახმად, 2021-2022 წლებში, გერმანიაში ლეგალურად ჯამში მუშაობა საქართველოს 1 539-მა მოქალაქემ დაიწყო.
შეგახსენებთ,რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართველების დასაქმების პროგრამაში, რომელიც 2021 წლის თებერვალიდან ხორცოელდება 2022 წლიდან ახალი კომპონენტი გაჩნდა. კერძოდ, გერმანელ დამსაქმებლებს საშუალება მიეცათ, საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია.
„ამ კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება ჩართულიყო პროგრამაში. დამსაქმებლებისგან სახელობითად მოთხოვნილ სამუშაოს მაძიებლები უფრო მოკლე დროში, შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა 2022 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში სულ 18 ადამიანი დასაქმდა. აქედან 2022 წელს 17 მოქალაქე, ხოლო 1 კი წელს გამგზავრა.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:56
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.