2022 - 2024 წლებში ეროვნულმა ბანკმა 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა, 100-მდე სუბიექტს რეგისტრაცია გააუქმა
2022-2024 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დარღვევისათვის 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა. ჯარიმის ოდენობამ 3 474 100 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 100-მდე ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.
აღსანიშნავია, რომ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი"-ს თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პუნქტის ხელახალ რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში თუ სებ-ს განცხადებით მიმართავს იმ პუნქტის უფლებამოსილი პირი, რომელსაც ამავე ბრძანებით განსაზღვრული წესის საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა ორი წელი.
დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 513 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ჩათვლით 721 ლოკაციაზე ოპერირებს.
სხვა სიახლეები
23.09.2025.16:28
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს აეკრძალა პაემნის უფლება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით. კერძოდ, ერთი ხანმოკლე პაემნის უფლებით მან ისარგებლა 2025 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.
აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).
რაც შეეხება მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისთვის.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.