მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს - კახა კალაძე

news image

„2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა

 

კახა კალაძემ, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების დროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

 

ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ წარვდგე ანგარიშით თქვენს წინაშე და კიდევ ერთხელ ჩავაბარო ანგარიში დედაქალაქის მოსახლეობას, თუ რისი გაკეთება შევძელით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით

 

დღეს, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს, ციფრებს, სტატისტიკას წარმოგიდგენთ, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია ასახო პრეზენტაციაში ის თავდაუზოგავი შრომა, უამრავი გათენებული ღამე, რაც კონკრეტულ პროექტებს უკავშირდება. ასევე, შეუძლებელია ასახო ის მადლიერება, რაც მოდის საზოგადოების მხრიდან. ხალხი ხედავს რა კეთდება დედაქალაქში. ძალიან მაგარია, როდესაც ხვდები ადამიანებს და ისინი მადლიერებას გამოხატავენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მიმართ. მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული ისინი გვერდში გვიდგანან, გვენდობიან და ჩვენთან ერთად გადიან ქალაქის განვითარების ყველა ეტაპსამ მასშტაბის სამუშაოებს თან ახლავს ძალიან დიდი დისკომფორტი, ხმაური, მტვერი, იქმნება გადაადგილების პრობლემა, მაგრამ მოსახლეობა ყველანაირად გვერდით გვიდგას, გვეხმარება და ამისთვის დიდი მადლობა თბილისელებს. შედეგი, რომელსაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის.

 

ასევე, მადლობა თბილისის მერიის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების განმავლობაში ჩართული იყო ასეთი სასიკეთო პროექტების განხორციელებაში. მადლობა იმ პატიოსან კონტრაქტორ კომპანიებს, ვინც ამ სამუშაოებს ახორციელებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ

 

 

რაც შეეხება უშუალოდ პრეზენტაციას, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა გზების მოწყობა-რეაბილიტაციას და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები

 

ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია, რადგან ზურგს გვიმაგრებს ძალიან დიდი გუნდი, რომელსაცქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოჰქვია და პრემიერ-მინისტრი ცენტრალურ მთავრობასთან ერთად

 

ჩვენი მიდგომა 2017 წლიდან არის ასეთი: სადაც საგზაო სამუშაოებს ვიწყებთ, იქ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. სამწუხაროდ, ბევრ რაიონში ამორტიზებულია ეს ყველაფერი და კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომაც ჯერ ამ ნაწილს ვანახლებთ და შემდეგ ვაწყობთ საგზაო ინფრასტრუქტურას, რომ ამ პროექტებმა ათეულ წლებს გაუძლოს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქში რამდენიმე ესტაკადა ავაშენეთ, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები განვაახლეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, ფედრების გამაგრებას ეხება.

 

წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა ავარიული შენობების გამაგრებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მსგავსი ტიპის სახლების ჩანაცვლების პროგრამაც. დედაქალაქში 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ასევე, გვაქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. ერთ კორპუსში მცხოვრებნი ქმნიან ამხანაგობას და იყენებენ მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებს. ჩვენ ვაფინანსებთ და ვეხმარებით თუნდაც ლიფტის გამოცვლაში, სახურავის შეკეთებაში, ეზოს მოწესრიგებაში და ა.

 

ასევე, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. თბილისს რაც გააჩნია ამ ძეგლების სახით, ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ორბელიანის მოედნის, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რომლებიც ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრია. ამასთან, ჩვენ ინდივიდუალურ პროექტებსაც ვახორციელებთ, რომ ისტორიული ძეგლები შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა

 

კახა კალაძემ პრეზენტაციაზეთბილსერვის ჯგუფისმიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში სისუფთავე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.

 

ქალაქში სისუფთავე პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული. ცხადია არსებობს გამოწვევები, თუმცა, ეტაპობრივად ვცდილობთ ახალი ტექნიკა შევიძინოთ, ყველა მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, რომ ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული უცხოელები, პირველ რიგში, ხაზს უსვამენ გამწვანებასა და სისუფთავეს. გამოწვევები არსებობს, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა ხარვეზი და პრობლემა გამოსწორდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯივიპიმ 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

23.06.2025.16:36

23 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა. მიმდინარე წელს კომპანია აქტიურად აგრძელებს  წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და  თბილისის, ქალაქ რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს.

მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2025 წელს კომპანია  უპრეცედენტოდ დიდ - 126 მილიონი ლარის  ინვესტიციას განახორციელებს

ინვესტირება განხორციელდება წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.

წყალმომარაგების დარგში არსებული გამოწვევები, როგორიცაა სისტემის სტაბილურობა და ქსელების მდგომარეობა, არაერთი მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისად, ჯივიპი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის ეტაპობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ჯივიპის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაასწორედ ამ მიმართულებით  2025 წელს  ჯამში 63 მილიონი ლარი დაიხარჯება და 66 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში  წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  უკვე დასრულდა 15 სარეაბილიტაციო პროექტი და განახლდა 11,5 კმ სიგრძის ქსელი, მათ შორის, თბილისში  - ვასაძის, ჩოლოყაშვილი-წერეთლის, ლიახვის, აწყურის, კაპანაძეების ქუჩები, რუსთავში - ხრამის მაგისტრალური წყალსადენის I ეტაპი.

2025 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც  ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში უკვე დაიდენტიფიცირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის ყველაზე ხშირად დაზიანებადი 100-მდე მონაკვეთი და დაიგეგმა მათი ოპერატიული განახლება. აღნიშნული მიმართულებით წლის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

კომპანიაში მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელში წყლის წნევების რეგულირების მიმართულება, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს  ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ავლაბრის, ნავთლუღის, სოფელ დიღმისა და ვარკეთილი ზემო პლატოს არეალებში ავარიული დაზიანებების რიცხვი 50%-ით, ხოლო წყლის დანაკარგები 41%-ით შემცირდა.

ქსელის ავარიული დაზიანებებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების შესამცირებლად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს ჯივიპის მოდერნიზებული საოპერაციო ცენტრები. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე დამონტაჟდა 444 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 30 აკუსტიკური ლოგერი, ამასთანავე ქსელის ავარიული აღდგენის ფარგლებში კაპიტალურად განახლდა 13 კილომეტრამდე სიგრძის ქსელი.

მოძველებული ქსელების განახლების პარალელურადჯივიპი აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია.

განხორციელებული ინვესტიციებისა და სტრატეგიული პროექტების შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საპილოტე არეალებში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, თბილისის ზედა ზონებსა და ისანი-სამგორის რაიონში, სადაც მნიშვნელოვნად შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალები, ქსელის ავარიული დაზიანებების რაოდენობა და წყლის დანაკარგები

გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით დაინერგა განახლებული ვებ-გვერდი, რომელიც ჯივიპის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა