მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

17 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 17 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით "RS ჩათი" ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით სონღულაშვილმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

11.12.2025.17:22

„გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესია, სადაც  სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა, მნიშვნელოვანი პლატფორმაა - ქვეყნები წარადგენენ საკუთარ მიღწევებს და გამოცდილებებს გარემოსდაცვითი მიმართულებებით. განსაკუთრებული გზავნილი, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ  არის ის, რომ შეუძლებელია რეფორმების განხორციელება, შეუძლებელია გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა მშვიდობის გარეშე. მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება ბრძოლა. მხოლოდ მშვიდობა უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და დასახული მიზნების მიღწევას“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამების დროს. 

დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიას (UNEA-7) დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. სესია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) სათაო ოფისში მიმდინარეობდა და მას 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი, 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„კენიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გვქონდა გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე, რამდენიმე კოლეგა მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით აქვს. მათი მხრიდან დაფიქსირდა ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა რეფორმების და ამბიციური გეგმების  განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში იმყოფებოდა. 

ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე (UNEA-7)სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა შეხვედრები გამართა  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩეანთან, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) აღმასრულებელ დირექტორ ინგერ ანდერსენთან, კენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მუთაი კაგვესთან, კენიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ დებორა მლონგო ბარასთან, კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრ ლი კინიანჯუისთან და  ბელგიის სამეფოს კლიმატის და ეკოლოგიის მინისტრ ჟან-ლუკ კრიუკესთან.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა