16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
სხვა სიახლეები
15.07.2025.16:47
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) მიერ უმაღლესი საერთაშორისო კლინიკური ხარისხის ნიშანი მიენიჭა. აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ონკოგინეკოლოგიის გუნდის მიერ პაციენტთა უსაფრთხოებისა და მკურნალობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად არაერთი საერთაშორისო სტანდარტი და პროტოკოლი დაინერგა.
ESGO (European Society of Gynaecological Oncology) — ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის აკრედიტაცია არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც ენიჭება იმ სამედიცინო დაწესებულებებს ან სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ონკოგინეკოლოგიური მართვისთვის განსაზღვრულ მაღალ ევროპულ სტანდარტებს.
საერთაშორისო აღიარება გულისხმობს მკურნალობის ხარისხისა და პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას და მიზნად ისახავს პაციენტებისთვის საუკეთესო შედეგების უზრუნველყოფას.
“აღნიშნული აკრედიტაცია არა მარტო კავკასიის მედიცინის ცენტრის, არამედ საქართველოს ჯანდაცვის ინდუსტრიის დიდი წარმატებაა, გვიხარია, რომ ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს ონკოგინეკოლოგიის სფეროს განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესში უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლესი სტანდარტის შეთავაზებას ისახავს მიზნად.” - სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.
“საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც მიენიჭა კავკასიის მედიცინის ცენტრს და ჩვენს დეპარტამენტს არა მხოლოდ ერთი ჰოსპიტლის აღიარებაა, არამედ მთელი ქვეყნის. ჩვენი გუნდის მიერ მკურნალობა საერთაშორისო კვლევებით დამტკიცებული გაიდლაინების მიხედვით ტარდება.” - აღნიშნა კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოგინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა არჩილ შარაშენიძემ.