12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა, მცენარეების დაცვით ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!
მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღე, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის 2025 წლის თემაა: ჯანსაღი მცენარე - ერთიანი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი რგოლი.
„სასოფლო-სამეურნეო კულტურების 40 პროცენტს მცენარეთა მავნებლები აზიანებენ, რაც აფერხებს სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აზიანებს ბიომრავალფეროვნებას, გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებასა და საარსებო წყაროებზე. მავნებლების გავრცელების პრევენციის და მართვის პროცესში პესტიციდები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუმცა, მათი გადაჭარბებული გამოყენება და ცუდი მართვა კვლავაც გლობალურ გამოწვევად რჩება, რადგან აზიანებს ბიომრავალფეროვნებას და საფრთხეს უქმნის გარემოს სიჯანსაღეს. მცენარეები სიცოცხლის წყაროა - ჩვენი საკვების 80 და ჟანგბადის 98 პროცენტს სწორედ მცენარეებისგან ვიღებთ. მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ყველა რგოლის ჩართულობა ჯანსაღის გარემოს შენარჩუნებაში“, - აღნიშნულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს.
მცენარეთა სიჯანსაღის და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ფერმერების ცნობიერების ამაღლება პესტიციდების სწორად და ზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში რეგისტრირებულია და გამოიყენება ევროკავშირსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში დაშვებული პესტიციდები. პესტიციდების ხარისხის კონტროლის მიზნით, ყოველწლიურად მოწმდება ქვეყანაში არსებული 600-მდე სპეციალიზებული ობიექტი. 2025 წელს შემოწმდა 231 ობიექტი; გამოვლენილი დარღვევბის გამო, 23 ობიექტი დაჯარიმდა; სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების გამოვლენის მიზნით, ყოველწლიურად, 400- მდე ნიმუშის გამოკვლევა ხდება; მიმდინარე წელს უკვე გამოკვლეულია 113 ნიმუში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, გამოკვლეულ ნიმუშებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა არ ფიქსირდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
12.05.2025.13:55
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა. ინფორმაციას თიანეთის მერია ავრცელებს.
„I შვილი - 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;
II შვილი - 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;
III შვილი - 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;
ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.
ტყუპები - 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;
გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:
I შვილი - ყოველთვიურად 150 ლარი;
II შვილი - 300 ლარი;
III შვილი - 450 ლარი;
ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.
ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.
ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;
ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის“ სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.