მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს - კახა კალაძე

news image

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია არ მიაწოდონ.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ მიმართულებით წესი არ შეცვლილა და საკრებულოს ის დადგენილება, რომელზეც ზოგიერთი მედიასაშუალება საუბრობს, სულ სხვა შემთხვევებს ეხება.

„ტყუილია აღნიშნული ინფორმაცია. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ და ტყუილ ინფორმაციას. კახა კალაძე, ქალაქის მერი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. აბსოლუტურად სხვა რამეზე საუბრობთ. არ ვიცი, ვინ გააკეთა განცხადება და თქვენც იმეორებთ ამ მცდარ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და თუ ეს არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას - არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს. ასეთი რაღაცები ხდებოდა 2012 წლამდე. გაიხსენეთ თაბუკაშვილის ქუჩის მაგალითი, როდესაც სპეცრაზმის დახმარებით გამოყარეთ ხალხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშე, სხვა მუნიციპალურ მიწაზე პროექტი შეიმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, მოსახლეობის შენობიდან გამოყვანასთან დაკავშირებით კი 100%-იანი თანხმობის საჭიროება ყველა ვარიანტში რჩება.

„ამაში ხართ არასწორი და ავრცელებთ სიცრუეს. ხართ წამხალისებელი ყველაფერი უბედურების, რაც ქვეყანაში ხდება. თქვენ მეუბნებით, რომ ხალხს დავუნგრიეთ შენობები და გამოვყარეთ. ეს იყო მიტაცებული მიწები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ, თქვენ კი პირიქით, ახალისებთ უკანონობას, უბედურებას. ამ ქალაქში ხომ ცხოვრობთ თქვენი შვილებით, ოჯახებით, მშობლებით? შეუძლებელია, მუდმივად ახალისებდეთ უკანონობას, საშინელებას. საკრებულოს ის დადგენილება, რომელზეც საუბრობთ, ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და ურბანულად არასწორია იქ რაიმის გაკეთება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, გავაკეთოთ პროექტი სხვა მუნიციპალურ მიწაზე და არა ხალხის გამოყვანასთან დაკავშირებით. ეს არის სხვაობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როცა 100%-იანი თანხმობა არ არის საჭირო, ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროცესის დაწყებას და მხოლოდ და მხოლოდ რიგ შემთხვევებს. კერძოდ იქ, სადაც არსებობს გეოლოგიური პრობლემა ან ურბანულად არის პრობლემური. ასეთ შემთხვევებში, არ არის საჭირო, გვქონდეს მომართვა და 100%-იანი თანხმობა იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა პროექტის შემუშავებაზე, თუმცა, მოსახლეობის გამოყვანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვჭირდება 100%-იანი თანხმობა, რადგან საუბარია საკუთრების უფლებაზე, რაც განსაზღვრულია კანონით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული შენობა ავარიული იყო და მოსახლეობასთან, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა, რაზეც ადგილობრივების 100%-იანი თანხმობა არკახ არსებობდა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 14 ივლისს ჩამოინგრა. მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა

15.07.2025.16:47

კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) მიერ უმაღლესი საერთაშორისო კლინიკური ხარისხის ნიშანი მიენიჭა. აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ონკოგინეკოლოგიის გუნდის მიერ პაციენტთა უსაფრთხოებისა და მკურნალობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად არაერთი საერთაშორისო სტანდარტი და პროტოკოლი დაინერგა.

ESGO (European Society of Gynaecological Oncology) — ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის აკრედიტაცია არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც ენიჭება იმ სამედიცინო დაწესებულებებს ან სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ  ონკოგინეკოლოგიური მართვისთვის განსაზღვრულ მაღალ ევროპულ სტანდარტებს.

საერთაშორისო აღიარება გულისხმობს მკურნალობის ხარისხისა  და პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას და  მიზნად ისახავს პაციენტებისთვის საუკეთესო შედეგების უზრუნველყოფას.

“აღნიშნული აკრედიტაცია არა მარტო კავკასიის მედიცინის ცენტრის, არამედ საქართველოს ჯანდაცვის ინდუსტრიის დიდი წარმატებაა, გვიხარია, რომ ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს ონკოგინეკოლოგიის სფეროს განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესში უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლესი სტანდარტის შეთავაზებას ისახავს მიზნად.” - სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

“საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც მიენიჭა  კავკასიის მედიცინის ცენტრს და ჩვენს დეპარტამენტს არა მხოლოდ ერთი ჰოსპიტლის აღიარებაა, არამედ მთელი ქვეყნის. ჩვენი გუნდის მიერ მკურნალობა საერთაშორისო კვლევებით დამტკიცებული გაიდლაინების მიხედვით ტარდება.” - აღნიშნა კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოგინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა არჩილ შარაშენიძემ.     

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა