მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

პირველი მარტიდან ნადირობა იკრძალება

news image

1 მარტიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ნადირობის სეზონის სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2027 წლის აგვისტოს ბოლომდე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. შესაბამისად ამ პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეოიბის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით გააძლიერებს კონტროლს, რადგან აკრძალვის პერიოდი ემთხვევა გადამფრენი ფრინველების გამრავლების ფაზას.

„1 მარტიდან უკვე აიკრძალება ნადირობა და რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფები გააძლიერებენ კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ნადირობისთვის ცხელ წერტილებში.  აკრძალვის პერიოდი დადგენილია შესაბამისი სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, აქ ჩართულია არაერთი მეცნიერი, მათ შორის საბუნებისმეტყველო მიმართულებით და სამინისტროსთვის გაკეთებული რეკომენდაციის საფუძველზე აკრძალვის პერიოდი ემთხვევა სწორედ გადამფრენი ფრინველების გამრავლების პერიოდს და შესაბამისად, ამ პერიოდში, გაძლიერდება კონტროლი, რომ არ იყოს ნადირობა.

1 მარტიდან აიკრძალა აგვისტოს მეოთხე შაბათამდე. აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება ახალი სეზონი - რომელიც გაგრძელდება 2027 წლის 1 მარტამდე.

აკრძალვის პერიოდში, შესაძლებელია მონადირემ გაწვრთნას ძაღლი, ოღონდ უნდა ჰქონდეს დაუმუხტავი ტყვიები და აუცილებლად უნდა ნადირობდეს ნადირობისთვის დაშვებულ ადგილებში. თუ შევაჯამებთ წლევანდელ სტატისტიკას - გამოვლინდა 818 უკანონო ნადირობის ფაქტი. ფაქტების სიმრავლე მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ბრაკონიერობა კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა ხაზი უნდა გავუსვა, რომ ამ პერიოდში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იყენებს არა მხოლოდ ეკიპაჟებს, არა მხოლოდ ადამიანური რესურსით ხდება გამოვლენა, ასევე ჩვენ ფაქტების გამოვლენაში დაგვეხმარა თანამედროვე ტექნოლოგიები“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძე.

მიუხედავად იმისა, რომ 1მარტიდან საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად იხურება, შეზღუდვა არ შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ 16 სამონადირეო მეურნეობას, სადაც ნადირობა კვლავ დაშვებული იქნება წინასწარ დადგენილი კვოტების მიხედვით.

მოსახლეობისთვის საყურედღებოა, რომ უკანონო ნადირობისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმები 150-დან 3000 ლარამდე მერყეობს, თუმცა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში სამართალდარღვევა შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობითაც დასრულდეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მაია ჩხობაძის განმარტებით, ადმინისტრაციულ სანქციებთან ერთად, კანონდამრღვევებს ემუქრებათ იარაღის კონფისკაცია და ნადირობის უფლების 3 წლამდე ჩამორთმევა. იმ შემთხვევაში კი, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2000 ლარს გადააჭარბებს, საქმეს საგამოძიებო ორგანოები სისხლის სამართლის მუხლით განიხილავენ.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 26 მაისს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში საინტერესო, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიური სტენდით იქნება წარმოდგენილი - ლევან დარსალია

22.05.2026.17:59

“26 მაისი არის დღე, რომელიც გვეამაყება და დღე, რომელიც გვაერთიანებს,” - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია 26 მაისის მნიშვნელობასა და იმ აქტივობებზე საუბრობს, რომელსაც GITA წელს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი წელს, 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

“წელსაც ჩვენი სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნება 3D მოდელები და ადგილზევე იქნება ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი. ჩატარდება ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეები მიიღებენ 3D პრინტერზე დაბეჭდილ 26 მაისის თემატიკის სუვენირებს”- განაცხადა ლევან დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, Snap circuits -ისა და lego spike -ის ვორქშოფები განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ნახონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტები და ჩაერთონ აწყობის პროცესში. შესაბამის სივრცეში იქნება რობოტების გამოფენაც. მონაწილეები გაეცნობიან ზოგად ინფორმაციას რობოტების მუშაობის და პროგრამირების შესახებ.

GITA - ს პავილიონში წარმოდგენილი იქნება ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე.

ლევან დარსალიას ინფორმაციით, დაინტერესებული პირები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც დრონების სიმულატორის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ და გატესტონ დრონის მართვა.

GITA - ს პავილიონში ასევე დაგხვდებათ VR სათვალის, 3D სკანირებისა და ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა