მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

1-ელი იანვრიდან, გარკვეულ საათებში, დედაქალაქში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

news image

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

„პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია კანონი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში კრძალავს დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილებას. წინა მთავრობაზე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე  მომზადებულიყო წესი საკრებულოში წარსადგენად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი თხოვნები, შესაძლებლობები, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში. ეს წესი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

„ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება.

„რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით.

„აღნიშნული წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმაც. პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დედაქალაქში ძალიან რთული სიტუაციაა პიკის საათებში გადაადგილების კუთხით, რასაც დიდწილად ხელს უწყობს დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები. აღარ დავუბრუნდები მიზეზების ახსნას. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პლასტიკის ნარჩენების პრევენცია - მვო “ჯორჯია ფლასის” სამუშაო შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თემაზე

20.02.2026.16:38

(Basel Convention Regional Project)

საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება მვო „ჯორჯია ფლასი” ნარჩენების მართვის თემაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დასრულდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტის - „პლასტიკის ნარჩენების პრევენცია - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი პლასტიკის ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად” ("Plastic Waste Prevention - Extended Producer Responsibility as an Effective Tool to Reduce the Negative Environmental Impact of Plastic Waste" Regional Project) განხორციელების ეტაპი, სადაც 3 ქვეყანა - საქართველო, მოლდოვა და ბელარუსი იღებდა მონაწილეობას.

რეგიონული პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბაზელის კონვენციის სამდივნოსთან ერთად. ეროვნულ დონეზე პროექტის განმახორციელებლი საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება მვო „ჯორჯია ფლასია”.

პროექტი ბაზელის კონვენციის ფარგლებში დაარსებული სპეციალური დახმარების ფონდის მიერ დაფინანსდა, რომელიც მხარს უჭერს კონკრეტული გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და მვო „ჯორჯია ფლასის“ ინიციატივით, თბილისში მყარი ნარჩენების მორფოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელიც ზემოთ ნახსენები რეგიონული პროექტის პრაქტიკული გაგრძელებაა. ეს კვლევა გვაძლევს იმ ზუსტ მონაცემებს, რომელიც საიმედო წინაპირობაა, ქვეყანაში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მიზნით სათანადო ინვესტიციების მოზიდვისა და გადამუშავების სექტორის განვითარებისთვის.

„ნარჩენების შემადგენლობა და რეციკლირების შესაძლებლობები საქართველოში - ქალაქ თბილისის მაგალითზე“ ამ სახელწოდების კვლევის შედეგები Factory Tbilisi-ში სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს, სადაც ისაუბრეს პლასტიკის ნარჩენების მართვის გამოწვევებზე. სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება „ჯორჯია ფლასი” იყო. მასშტაბური კვლევა/პროექტი საერთაშორისო პარტნიორობით, საინვესტიციო ბანკ “DEG Impulse gGmbH” -თან თანამშრომლობით ხორციელდება.

კვლევის ფარგლებში თბილისში შერჩეული რაიონებიდან 4 ტონამდე მყარი მუნიციპალური ნარჩენი შეგროვდა და მათი მორფოლოგიური კვლევა განხორციელდა თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. კვლევის მიზანია დადგინდეს პლასტიკის წილი საერთო ნარჩენების ნაკადში, მისი სტრუქტურა და გადამუშავების პოტენციალი. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია პროგნოზირება, წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენის მასის მომავალი 10 წლის განმავლობაში და რა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები იქნება საჭირო სრულფასოვანი შეგროვებისა და გადამუშავების (რეციკლირების) სისტემის შექმნისთვის.

კვლევა ასევე ითვალისწინებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) პრინციპით პლასტმასის 100%-იანი შეგროვების შესაძლებლობის შეფასებას. ამ კონტექსტში განისაზღვრება ე.წ. „ბოთლიყლაპია“ აპარატების საჭირო რაოდენობა საქართველოს მასშტაბით და მომზადდება PET-ის გადამამუშავებელი საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

პროექტი ასევე მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო ბაზას და შეაფასებს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტურობას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia) პატრონაჟით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და “ჯორჯია ფლასის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისიწინებით, ქვეყანას ეძლევა საშუალება განსაზღვროს საჭირო ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხარჯეფექტური სქემების დანერგვას, რაც გულისხმობს პლასტიკის ნარჩენების სრულ ამოღებას გარემოდან, მათ რეციკლირებას და ისევ საწარმოო პროცესში დაბრუნებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა