მოლოდინი გვაქვს, რომ დავდებთ მაქსიმალურ შედეგებს, ისევე როგორც მთლიანი სექტორი - Shine Energy
მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამ მიმართულებით 2024 წლის 6 თვის მაჩვენებლებმა 2023 წლის მაჩვენებლებს უკვე გადაუსწრო. აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას Shine Energy-ს დამფუძნებელმა ნინა გადელიამ განაცხადა, რომელიც 4-5 ივლისს, თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენაში მონაწილეობდა.
როგორც ნინა გადელიამ განმარტა, მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობა Shine Energy-სთვის და ზოგადად სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ გზით ხდება კონტაქტების გაცვლა და კომპანიის ცნობადობის ამაღლება.
„ენერგეტიკის ფორუმი და გამოფენა საქართველოში წელს პირველად ჩატარდა და ამ აქტივობაში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) როლი ძალიან დიდია. ვფიქრობ, რომ განახლებადი ენერგია მათ შორის ქარი, მზე, ჰიდრო ძალიან წინ მიდის, როგორც საქართველოს ისე მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად მსგავსი ტიპის ღონისძიებები ცნობადობას და კონტაქტებს ზრდის და ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
ჩვენს სერვისებს რაც შეეხება, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მზის ელექტროსადგურების პროექტირებასა და მშენებლობას, როგორც ქსელზე ინტეგრირებულ ისე ქსელზე დამოუკიდებელ ჰიბრიდულ ელექტროსადგურებს.
ცალსახად შემიძლია გიხრათ, რომ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. 2024 წლის პირველი და მეორე კვარტლების მაჩვენებელი ძალიან გაზრდილია და ფაქტობრივად 2023 წელს სრულად გადაუსწრო. წლის ბოლომდე და მომდევნო წელს მოლოდინი გვაქვს, რომ დავდებთ მაქსიმალურ შედეგებს ისევე როგორც მთლიანი სექტორი“, - აღნიშნა Shine Energy-ს დამფუძნებელმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.11.2024
მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანია „შაინ ენერჯის“ სანდო პარტნიორი Astronergy EUPD Research-ის მიერ კვლავ TOP Brand PV Germany 2024 და TOP Brand PV Italy 2024 ტიტულით დაჯილდოვდა.
როგორც Business Insider Georgia-სთან „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ნინა გადელია აცხადებს, Astronergy ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მოდულის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებაზე, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს.
„ჩვენთვის, როგორც მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზის მოდულის ხარისხი, რომელზეც სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას. ძალიან გვიხარია, რომ ისეთ ბრენდზე გავაკეთეთ არჩევანი და ვართ წარმომადგენლები, რომელსაც როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აღიარება აქვს. Astronergy-ს ნებისმიერი ტიპის ჯილდო, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ხარისხის და რეპუტაციის საიმედოობაში“, - ამბობს გადელია.
„შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, რასაც ნინა გადელია ორი მთავარი მიზეზით ხსნის.
„პირველი, ეს არის ის, რომ მზის მოდულის ღირებულება შემცირებულია. მეორე, საზოგადოებაში ცნობიერება გაზრდილია, ყველამ იცის მზის ელექტროსადგურის ბენეფიტის შესახებ; მათ ასევე უკვე იციან, რა სხვაობაა პანელებს შორის, რომელი ტექნოლოგიით უნდა იყოს დამზადებული, რა ტექნიკური მახასიათებლებით უნდა გამოირჩეოდეს და ა.შ
ამ პროცესში, ცხადია, რომ საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი, შესაბამისად, მათ აქვთ სპეციალური სია, რომლის ფარგლებშიც რიგ მოდულებს აფინანსებენ, რიგ მოდულებს - არა. ძალიან სასიხარულოა, რომ Astronergy როგორც ქართული, ისე უცხოური საფინანსო ინსტიტუტების ყველა მოთხოვნას 100%-ით აკმაყოფილებს.
სრულად პროექტის შესრულების მიღმა, ჩვენ ასევე მომხმარებელს ცალკეულად მოდულის შესყიდვასაც ვთავაზობთ. ჩვენ გვაქვს რესურსი - ადგილზე შეიძინოს ყველა დაინტერესებულმა პირმა მზის პანელი და არ ელოდოს თვეობით“, აცხადებს ნინა გადელია.