მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

Fitch-მა „თიბისის დაზღვევის“ რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ნეგატიური პროგნოზით

news image

საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა TBC Insurance -ის სადაზღვევო ფინანსური მდგრადობის (IFS) რეიტინგი 'BB'-ზე, ნეგატიური პროგნოზით.

TBC Insurance-ის რეიტინგი ასახავს კომპანიის პოზიციას საქართველოს შიდა სადაზღვევო ბაზარზე, ადეკვატურ კაპიტალიზაციას, მყარ ფინანსურ შედეგებს, მაღალ საინვესტიციო რისკს, ზომიერ რეზერვების რისკებს.

TBC Insurance-ის საინვესტიციო და აქტივების რისკები კონცენტრირებულია ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად ადგილობრივი ბანკის დეპოზიტებსა და ადგილობრივი კომპანიების ობლიგაციებში. Fitch-ის შეფასებით, სუვერენული საკრედიტო ხარისხის გაუარესება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს როგორც ადგილობრივი ბანკის, ისე სხვა ადგილობრივი ემიტენტების საკრედიტო ხარისხზე.

TBC Insurance-ს დაკავშირებულ მხარეებთან მიმართებით ინვესტიციების მაღალი კონცენტრაცია აქვს, რაც აისახება Fitch-ის შეფასებაში მისი საინვესტიციო და აქტივების რისკის შესახებ. 2024 წლის ბოლოსთვის, TBC Bank-ისა და ჯგუფის სხვა წევრების წილი შეადგენდა კომპანიის ნაღდი ფულისა და საბანკო დეპოზიტების 61%-ს, ხოლო საერთო ინვესტიციების 52%-ს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

რეიტინგები
image S&P: საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2019 წელთან შედარებით გაორმაგდა, რაც მათ შორის ეროვნული ბანკის შესყიდვების შედეგია

07.02.2026.12:08

როგორც გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

S&P Global ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მკვეთრად, წლიურად დაახლოებით 38%-ით გაიზარდა და დეკემბერში რეკორდულ მაქსიმუმს, 6.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, დაგროვება ასახავს ფაქტორების ერთობლიობას, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ 2.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი წმინდა უცხოური ვალუტის შესყიდვებს, ოქროს აქტივების ღირებულების ზრდას, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას და ფულადი გზავნილების შემოდინებას.

თავის მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონით, ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, სტაბილურ საკრედიტო ზრდით კვლავ მომგებიანი რჩება გონივრული ზედამხედველობის ფარგლებში.

აქტივების ხარისხი მაღალია, ხოლო უმოქმედო სესხები 2025 წლის ნოემბერში დაბალ, 2.6%-იან დონეზე შენარჩუნდა.

“ჩვენი ხედვით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მმართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, - აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიმოხილვაში.

S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2026 წელს საშუალოდ 3.5% იქნება. ხოლო საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა