მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

ზურაბ აბაშიძემ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებას საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარუდგინა. ზურაბ აბაშიძის ანგარიში მოიცავს მისი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,  საკრებულოს თავმჯდომარის, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის,  იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრის, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის და მთაწმინდის მაჟორიტარის საქმიანობას. 

“პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ რამდენიმე კვირის წინ. ეს გამარჯვება გვაძლევს საშუალებას, გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმიანობა და პროექტები, რომლებიც დაწყებული გვაქვს და ვახორციელებთ დედაქალაქის მასშტაბით. ჩვენ მოსახლეობასთან შეთანხმებით, ერთობლივი ძალისხმევით  ვიმუშავებთ ჩვენი ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

როგორც ზურაბ აბაშიძემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის დღიდან, ასრულებს კანონმდებლობით მონიჭებულ უფლება-მოვალეობებს, აქტიურად ესწრება  დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ სხდომებს და სამუშაო შეხვედრებს. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლება, აღდგენა, ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 

„ბოლო პერიოდში თბილისის მერიასთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგეთ ურბანული პოლიტიკის და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ტაქსების რეფორმა, ამოქმედდა საათობრივი პარკირება. დედაქალაქში შეიქმნა ბევრი ახალი სარეკრეაციო სივრცე. 2025 წელს, თბილისში განხორციელდა და ასევე დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა მთაწმინდის სამაჟორიტარო ოლქში გაწეულ საქმიანობაზე. როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი წევრი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ყოფითი პირობების, საჭიროებების, ინიციატივების  გაცნობის და დედაქალაქისთვის პრიორიტეტულ თემებზე რეაგირების მიზნით, ის მოსახლეობას აქტიურად ხვდებოდა. აღსანიშნავია კორესპონდენცია და დოკუმენტბრუნვა, როგორც შიდა სტრუქტურულ თემებზე, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსულ საკითხებზე და მოქალაქეთა განცხადებებზე. კანონით განსაზღვრულ ვადებში, აღნიშნულ განცხადებებზე, შემდგომი რეაგირებისთვის მომზადდა შესაბამისი შუამდგომლობები და რეკომენდაციები. 

ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობდა. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, გამგეობებთან, სამინისტროებთან, მათი საქმიანობის სფეროს საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევის და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების მიზნით. ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან, რაიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის რანგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა. მისი ინფორმაციით, ევროპული სტანდარტებით თვითმმართველობის შემდგომი განვითარების მიზნით, თბილისის საკრებულოს დელეგაცია მუდმივად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში თბილისის საკრებულოს დელეგაციის მუშაობის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში გამართულ კონგრესის  მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში და  ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე პლენარულ სესიაში. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე მონაწილეობა მიიღო თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. 

ზურაბ აბაშიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  სიჩუანის პროვინციის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. საკრებულოს თავმჯდომარე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად,  საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის დედაქალაქის, ერევნის მერს ტიგრან ავინიანს და მერის მოადგილეს ლევონ ჰოვანესიანს შეხვდა. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, მთაწმინდის რაიონის გამგებელი და მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა დაესწრნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გიორგი ახვლედიანმა წლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა

21.10.2025.16:54

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა 2024-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკრებულო წარმოადგენს ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს, სადაც ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა ხდება როგორც საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ასევე საკრებულოს რეგლამენტით. გიორგი ახვლედიანი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მონაწილეობდა საკრებულოს,  ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  სხდომებში. გიორგი ახვლედიანი იყო საკრებულოს სარევიზიო და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების წევრი, რომელთა საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. 

„ჩემი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვალია, ვუზრუნველყო მოქალაქეთა პრობლემატური საკითხების განხილვა და მათზე მყისიერი რეაგირება. მქონდეს მუდმივი კომუნიკაცია თბილისის მოსახლეობასთან და მათთან ერთად შევძელო ქალაქის პრობლემების ძირეული აღმოფხვრა“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა ანგარიშის წარდგენისას. 

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 16 სხდომა, რომელზეც განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის აღსანიშნავია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით დამტკიცებული 71 პროექტი, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გაცემული 25 პროექტი. მიმდინარე წელს ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების ჩამონათვალს დაემატა ახალი ქვეპროგრამა - რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება – 300,0 ათასი ოდენობით. 

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დასრულდა 7 დიდი და მცირე ზომის სკვერისა და პარკის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20-ზე მეტ დიდ და მცირე ზომის სკვერს, პარკს და სარეკრეაციო სივრცეს. 

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე როგორც სატრასნპორტო საკითხთა კომისიის წევრი, აქტიურად იყო ჩართული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, როგორებიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენის  დაფინანსება; შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ და „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს“ (AIIB) შორის პროექტის (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) შესახებ ხელშეკრულების გაფორმება; ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს  შორის „GrCF2 W1 - თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი .

რაც შეეხება სარევიზიო კომისიის საქმიანობას, საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიის მიერ სარევიზიო შემოწმება დაიგეგმა 11 ორგანიზაციაში. აქედან, 5  ორგანიზაციაში შემოწმება დასრულებულია, სადაც შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა შემოწმება-ანალიზის დასკვნები.  შემოწმებული ორგანიზაციების მასალები კომისიის სხდომაზე იქნა განხილული. დანარჩენ 6 ორგანიზაციაში სარევიზიო შემოწმება-განხილვა  მიმდინარეობს. 

გიორგი ახვლედიანს  მიმდინარე წლის სამუშაო პერიოდში შეხვედრა ჰქონდა ათეულობით მოქალაქესთან. ანგარიშის წარდგენის დროს გიორგი ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა თბილისელებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და სტაბილიზაციის საკითხებში. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა