მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

ზურაბ აბაშიძე: სადიზმი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ეს დადასტურებული ფაქტია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ დეგრადაციას განიცდიან და აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ.

„მაქვს განცდა, რომ სხდომიდან სხდომამდე ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები უფრო და უფრო მეტად განიცდიან პოლიტიკურ დეგრადაციას.  თბილისის ბიუჯეტი იზრდება და ეს ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლები კი გამოდიან და ამბობენ, რომ არაფერიც არ იზრდება და რომ მთავრობა იპარავს ამ ფულს. საოცარ მდგომარეობაში იგდებენ თავს. მერე არჩევნებში დამარცხდებიან და იტყვიან, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური და ის გაყალბდა. თუ გაქვთ სურვილი, რომ ამგვარ რეალობაში იცხოვროთ, იცხოვრეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. აქ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საკმაოდ მძიმე პოლიტიკური წარსული აქვთ. დღეს ჩვენ აქ ვისმენდით  გამოსვლებს იმის შესახებაც, რომ თითქოს ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ფინანსდებიან იმისთვის, რომ იქცნენ ზონდერებად და ხალხი სცემონ ქუჩაში. ეს თქვენი წარსულია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა,  ადამიანებს მათ დროს ხვდებოდნენ ქუჩებში, სცემდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ. სადიზმი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ეს დადასტურებული ფაქტია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დასძინა, რომ რაც არ უნდა გამოეყონ „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ადამიანები და  გადაჯგუფდნენ,  იქნება ეს ნიკანორ მელიას მხარე,  გვარამიას მხარე თუ ვაშაძის მხარე,  მნიშვნელობა არა აქვს, კოლექტიურად ყველა არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ერთი სახეა, ყველას აქვს ერთი პოლიტიკური წარსული. ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდით ადამიანებს. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადოთ, მოინანიოთ, აბსურდულ ბრალდებებს აჟღერებთ და არ გრცხვენიათ. თქვენ ხართ ძალადობის, სადიზმის და ყველაფერი უმსგავსობის მაგალითი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი

20.02.2026.17:50

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანს, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შეხვდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მთავრობის წევრებთან საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა რკინიგზაზე.

„შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას უშუალოდ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. „აღნიშნული გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობას, ექსპორტ-იმპორტს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ქვეყნის როლს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სომხეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე ტრანზიტს საქართველოს გავლით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება, ვაჭრობა იყო. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი ქართული პროდუქცია სომხეთში და ამისთვის განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა