მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

Wendy's Georgia X Beyond Meat® - საქართველოში პირველად მცენარეული ხორცის ბურგერი

news image
mbc image

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image კენჭისყრა დასრულდა - ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

03.10.2026.23:01

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს.

ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06 პროცენტს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკოში, იტვირთება და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. დილიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლები ოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა და შეტყობინებაზე.

მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიული სტანდარტებით წარმართეს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა