მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098
-0.0193
flag
AZN 1.6087
-0.0011
flag
CNY 38.021
-0.0091
flag
EUR 3.1042
-0.0019
flag
GBP 3.7036
0.0081
flag
KZT 53.44
-0.0008
flag
TRY 0.0701
0
flag
USD 2.7357
-0.0019

ვულოცავ მთელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს ყველას. აუცილებლად დღევანდელ დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი ეროვნული გმირი, მერაბ კოსტავა, რომლის დაბადების დღეც დღეს არის

news image

ვულოცავ მთელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს ყველას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ეს არის დღე, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისთვის ბრძოლის სიმბოლო და ეს არის ჩვენი ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლო. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე.

აუცილებლად დღევანდელ დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი ეროვნული გმირი, მერაბ კოსტავა, რომლის დაბადების დღეც დღეს არის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 

მისი თქმით, დღევანდელ ღონისძიებაში რამდენიმე ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. 

„ტრადიციულად, 26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ ფიცის დადების ცერემონიალით, სადაც მონაწილეობს საქართველოს თავდაცვის ძალების აბსოლუტურად ყველა სახეობა. რეკრუტებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. რამდენიმე ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას დღეს ამ ღონისძიებაში. ასევე გამოფენილია ტექნიკა, ის შეიარაღება, რომელიც თავდაცვის ძალების შემადგენლობაში გვაქვს. ეს არის ძალიან ლამაზი დღე, კარგი დღე. ამის გარდა, მინდა ვთქვა, რომ დღეს მართლაც ყველას ამაღლებული განწყობა აქვს, ყველას საზეიმო განწყობა აქვს და გეტყვით იმასაც, რომ უკვე ჩვენმა რამდენიმე ოფიცერმა, რამდენიმე სამხედრომ ხელიც სთხოვა და ოჯახებიც იქმნება დღევანდელ დღეს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

მისივე თქმით, საქართველო საკუთარი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველდღიურად ცდილობდა დაახლოებოდა საკუთარ ისტორიულ ადგილს, ეს არის ევროპული ოჯახი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იმ გეგმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, აუცილებლად შევძლებთ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახში და რა თქმა უნდა, ეს მოხდება ერთიანი სახელმწიფოს პირობებში. დარწმუნებული ვარ, უკეთესი ერთიანი მომავლის თანაშემოქმედნი იქნებიან ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები. ეს აუცილებლად ასე იქნება მიუხედავად იმისა, ისტორიის განმავლობაში რომ ხდებოდა, როდესაც საქართველო არ იყო ერთიანი და მთლიანი, საქართველო ყოველთვის მთლიანდებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ ერთად, მშვიდობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და გავაგრძელებთ იმ დიდ ტრადიციას, იმ ურთიერთობების დიდ ტრადიციას, რომელსაც ქმნიდნენ მრავალი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა თაობები“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას - დონალდ ტრამპი

27.05.2025.19:38

ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილში, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

„გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა